დღგ-ის ჩათვლა (მომდევნო სამი თვიდან ნებისმიერში შეიძლება) N 1126

1126 დღგ-ის ჩათვლა (მომდევნო სამი თვიდან ნებისმიერში შეიძლება) 06.09.2011
№ დოკუმენტი 1126
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა N 1126

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა საქონელი შეიძინა 2010 წლის მაისის თვეში

•საგადასახადო ა/ფაქტურა გამყიდველის მიერ გამოწერილი იქნა ივლისის თვეში

•ჩათვლის მიზნით არ მოხდა მაისის თვის დეკლარაციის დაზუსტება და ა/ფაქტურა აისახა აგვისტოს თვის დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილია 15 სექტემბრამდე

შეფასება

•ოპერაციის განხორციელების პერიოდიდან (თვიდან) არაუგვიანეს მომდევნო სამ საანგარიშო პერიოდში დეკლარაციაში ასახული საფ-ის მიხედვით პირს უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა

•პირს უფლება აქვს მაისის თვეში განხორციელებულ ოპერაციაზე ივლისის თვეში გამოწერილი ა/ფაქტურა ასახოს და მიიღოს დღგ-ის ჩათვლა 15 სექტემბრამდე წარმოდგენილი მაისი-აგვისტოს დეკლარაციებით, მათ შორის შესწორებული დეკლარაციების წარდგენის გზით.

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასხადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით