N 405 - 19/12/2024 - „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 19.12.2024
№ დოკუმენტი 405
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №405

2024 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, №159, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 132 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილით ან/და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მითითებული უნდა იქნეს მონაცემები მსუბუქი ავტომობილის/მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციიდან (დეკლარაციის ნომერი, თარიღი, VIN კოდი/შასს-ის ნომერი, დეკლარაციით დაანგარიშებული აქციზის ან/და იმპორტის გადასახადის თანხა).“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე