თანასაკუთრებაში არსებული ფართობის გაქირავება N 2526

2526 თანასაკუთრებაში არსებული ფართობის გაქირავება 04.05.2016
№ დოკუმენტი 2526
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

თანასაკუთრებაში არსებული ფართობის გაქირავება N 2526

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირებმა თანასაკუთრებაში არსებული გაუმიჯნავი საცხოვრებელი ფართობი, 2015 წელს გააქირავეს საცხოვრებელი მიზნით

· ორივე ფიზიკური პირი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად. თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად განახორციელა ანგარიშგება და თანასაკუთრებაში არსებული ფართობის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, 2015 წლის დეკლარაციაში, დაბეგრა 5- პროცენტიანი განაკვეთით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით

შეფასება

· სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება

· განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირები არ ახორციელებდნენ გამოქვითვებს შემოსავლიდან, რომელიც მიიღეს საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად, სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ამ ფიზიკური პირების მიერ შემოსავლის 5%-ით დაბეგვრა მართლზომიერია

ღონისძიებები

· პირთა ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება