დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა (საკომპენსაციო თანხის შეცვლა დღგ-ს რეგისტრაციის მერე თარიღიდან) N 1142
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა N 1142
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირს, რომელიც გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით ყოველთვიურად იღებდა 15 000 ლარს, დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება
· ვარიანტი I პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და გააგრძელა იმავე ოდენობით (15000 ლარი) კომპენსაციის მიღება. პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ჰქონდა დღგ-ის საკითხი
· ვარიანტი II პირმა გააგრძელა საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე და იმავე ოდენობით (15000 ლარი) კომპენსაციის მიღება. პირს ხელშეკრულებით არ ჰქონდა განსაზღვრული დღგ-ის საკითხი. საგადასახადო ორგანომ გამოავლინა აღნიშნული ფაქტი
შეფასება
· სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა
· I ვარიანტში: პირის ქმედება მართლზომიერია. იმის გათვალისწინებით რომ ხელშეკრულებაში დღგ-ის საკითხი განსაზღვრული არ არის, იგულისხმება რომ, კომპენსაციის თანხა (15000 ლარი) მოიცავს დღგ-ს. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს 15000 ლარის ოდენობით (15000X 15,25% დღგ შეადგენს 2288 ლარს)
· II ვარიანტში: პირის მიერ დარღვეულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესი. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს 15000 ლარის ოდენობით, საკომპენსაციო თანხა მოიცავს დღგ-ს(15000X 15,25% დღგ შეადგენს 2288 ლარს)
ღონისძიებები
· I ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარვევა არ იკვეთება
· II ვარიანტში: საგადასახადო ორგანო მოახდენს პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით