დღგ-ის ჩათვლა N 1123
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა N 1123
ფაქტობრივი გარემოებები
•2009 წელს გადამხდელმა წარმოადგინა დღგ-ის დეკლარაცია და ჩაითვალა დღგ-ის თანხა. საფ-ის რეკვიზიტები ასახა დეკლარაციის დანართში (რეესტრში)
•შემდგომში საგადასახადო ორგანომ აღმოაჩინა, რომ საფ-ის მესამე ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოში არ იძებნება და არ არის დამუშავებული პროგრამულად. ამასთან, არ არის მტკიცებულების საფუძველი, რომ გადამხდელის მიერ საფ-ი არ ყოფილა წარმოდგენილი
•საფ-ის გამომწერის მიერ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილია, გამოწერილი საფ-ის ეგზემპლარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოში, რომლის მიხედვით ხდება მყიდველის (ჩათვლის მიმღების) იდენტიფიცირება
შეფასება
•იმის გათვალისწინებით, რომ საფ-ის ყველა ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და გამყიდველის მიერ გამოწერილი საფ-ის მიხედვით დღგ-ის თანხა დეკლარირებული და გადახდილია, მყიდველისათვის დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს
ღონისძიებები
•საგადასახადო სამართალდარღვევას ადგილი არ აქვს
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით