N 423 - 25/08/2021 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №423
2021 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19
1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:
ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.
2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 35-ე, მე-40, 78-ე, 79-ე, 133-ე და 134-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 135-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაციის მოთხოვნა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური ნახევრდება, თუ პირი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 92-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ბ) 132-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 133-ე – 135-ე გრაფები:
„#assignedTableId-1679737577839 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }133
ფიზიკური პირისათვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემა
1 სამუშაო დღე
20 ლარი
134
დაქირავებული პირისათვის გადახდის წყაროდან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით ცნობის გაცემა (დაქირავებული პირის მომართვის შეთხვევაში)
1 სამუშაო დღე
20 ლარი
135
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალის რეგისტრაცია
1 სამუშაო დღე
1 ჟურნალი –
20ლარი
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი