სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (თუ აქვს დამოუკიდებელი სამომხმარებლო თვისებები მიწოდებაა - წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოეშვება) N 0714

0714 სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (თუ აქვს დამოუკიდებელი სამომხმარებლო თვისებები მიწოდებაა - წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოეშვება) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0714
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება N 0714

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ, სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება არ ჩათვალა მიწოდებად და არ დაბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით

· ვარიანტი 1: უსასყიდლოდ გავრცელებულ სარეკლამო საქონელს გააჩნდა დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები (მაგალითად: სარეკლამო ლოგოთი კალმები, სანთებელა, მაისური და ა.შ.)

· ვარიანტი 2: უსასყიდლოდ გავრცელებული სარეკლამო საქონელი არ შეიცავდა ისეთ საქონელს, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები გააჩნდა

შეფასება

· იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელება, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები გააჩნია და ძირითადი მიწოდების განუყოფელ ნაწილს არ წარმოადგენს, განიხილება ასეთი საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად

· იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელება, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია (მაგალითად: სარეკლამო ბროშურები) და ძირითადი მიწოდების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს არ განიხილება მიწოდებად და დღგ-ის დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად

· სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემით, საწარმოს არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება

ღონისძიებები

· პირველ ვარიანტში, უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხოს გადასახადები

· პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე