N 55 - 20/02/2017 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანება ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ 20.02.2017
№ დოკუმენტი 55
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 55

2017 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016876) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების“ (დანართი №1) მე-11 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო განსაზღვრავს სავაჭრო ბიჯის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის 2%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით), გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, სავაჭრო ბიჯის ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ლარს.“.

2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, ასევე გამონაკლის შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული სავაჭრო ბიჯის ოდენობა.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი