ძირითადი საშუალების, მათ შორის მცირეფასიანი ძირითადი საშუალების ჩამოწერა (სასარგებლო ნარჩენი შემოსავალია) N 0214
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალების ჩამოწერა N 0214
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ ჩამოწერა სრულად გამოქვითული (სსკ-ის 112-ე (ძვ. 183-ე "მე-13") მუხლით), მათ შორის 1000 ლარამდე ღირებულების წყობიდან გამოსული ძირითადი საშუალებები. სასარგებლო ნარჩენის ღირებულება არ ასახა დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში და სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში (შეძენებსა და საბოლოო მარაგებში)
შეფასება
· ჩამოწერილ ძირითადი საშუალებებიდან მიღებული სასარგებლო ნარჩენების ღირებულება საბაზრო ფასით უნდა აესახა დეკლარაციაში როგორც ერთობლივ შემოსავალში ისე შეძენილ და საბოლოო სასაქოლო-მატერიალურ მარაგებში
ღონისძიებები
· მიღებული სასარგებლო ნარჩენის ღირებულების დეკლარაციაში ასახვის შედეგად დაკორექტირდება დასაბეგრი მოგება
· საწარმო დეკლარაციაში გადასახადების შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.
სახელმძღვანელოში შეფასებისას მნიშვნელობა არ აქვს ჩამოწერილ აქტივებს ფინანსურად გააჩნიათ თუ არა ნარჩენი საბალანსო ღირებულება.
სახელმძღვანელოში იგულისხმება, რომ ჩამოწერის შედეგად მიღებული მარაგები არ გახარჯულა იმავე წელს.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით