პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 01.07.2016
№ დოკუმენტი 304
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 304

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესი.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით განსაზღვრულ IV სიაში (№1 და №2 ცხრილი) შეტანილი პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესს.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები შეესაბამება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს.

3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორების გადაადგილების საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

4. ამ წესის დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორის გადაადგილებისას, ასევე როდესაც ვერ ხერხდება პრეკურსორის იდენტიფიცირება რისკის შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებით, საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას იმპორტიორის/ექსპორტიორის ხარჯით.

5. პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც ამ წესის შესაბამისად დარეგისტრირებულია სააგენტოს „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი) და უფლებამოსილია, გამოიყენოს პრეკურსორი თავისი საქმიანობისთვის ან/და განახორციელოს მისი რეალიზაცია.

6. იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი IV სიის №1 და №2 ცხრილებში შეტანილ პრეკურსორებზე, თუ ისინი წარმოდგენილია სუფთა ნივთიერების სახით.

7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის შემდეგ, IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტ-ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების საქართველოს საბაჟო საზღვარზე უშუალოდ გადაადგილება ხორციელდება წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დამატებით სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №567 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 12.11.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

მუხლი 2. პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში იურიდიულ პირთა რეგისტრაცია

1. რეესტრში დარეგისტრირების მიზნით, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) დეკლარაცია საქმიანობაში პრეკურსორების გამოყენების თაობაზე, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 2);

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2. სააგენტო, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას, პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრში პირის რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3. (ამოღებულია 09.06.2021, №269).

4. დაინტერესებული იურიდიული პირის რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის რეესტრში შეტანას დადგენილი ფორმით (დანართი 1) ხოლო რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე სააგენტო აცნობებს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. სააგენტოს მიერ წარმოებული რეესტრი არის საჯარო და მასში შეტანილი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.rama.moh.gov.ge.

6. (ამოღებულია 09.06.2021, №269).

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №567 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

მუხლი 3. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა

1. რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი პრეკურსორის იმპორტზე (დანართი №5) ან ექსპორტზე (დანართი №6), რომელსაც გასცემს სამინისტრო სააგენტოს მეშვეობით.

2. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მისაღებად, რეესტრში დარეგისტრირებული პირის მიერ სააგენტოს წარედგინება:

ა) განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორის იმპორტზე (დანართი №3) ან განცხადება-დეკლარაცია პრეკურსორის ექსპორტზე (დანართი №4), რომელშიც ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს:

ა.ა) იმპორტიორი, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

ა.ბ) (ამოღებულია 09.06.2021, №269);

ა.გ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number) და სასაქონლო კოდი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად;

ა.დ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის რაოდენობა;

ა.ე) მწარმოებელი (დასახელება, მისამართი);

ა.ვ) ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც ხორციელდება ტვირთის საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა;

ა.ზ) პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის მიზანი;

ა.ზ1) პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა;

ა.თ) განცხადება-დეკლარაციის შევსების თარიღი;

ა.ი) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა;

ბ) მომწოდებელთან (ექსპორტის დროს – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით;

გ) ანგარიშფაქტურის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

დ) ექსპორტის შემთხვევაში, დამატებით წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტი, რომლის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა ფიქსირდება სამინისტროს მიერ სააგენტოს მეშვეობით გაცემულ წინასწარი საექსპორტო შეთანხმების დოკუმენტში;

21. პრეკურსორის იმპორტის/ექსპორტის განცხადება-დეკლარაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი დასახელების პრეკურსორის მითითება.

3. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი იმპორტზე ფორმდება 5 ეგზემპლარად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:

ა) ერთი ეგზემპლარი რჩება იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში;

ბ) 4 ეგზემპლარი გადაეცემა იმპორტიორს, საიდანაც ერთი ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს. 2 ეგზემპლარი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურის განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, იმპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება იმპორტიორთან.

4. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ექსპორტზე ფორმდება ინგლისურ ან ქართულ ენაზე, 5 ეგზემპლარად (ყველა ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს), საიდანაც:

ა) 2 ეგზემპლარი რჩება ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, საიდანაც ერთი, ექსპორტის დადასტურების მიზნით, ეგზავნება იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს;

ბ) 3 ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, საიდანაც 2 ეგზემპლარი ექსპორტის პროცედურის განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული ექსპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, ექსპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება ექსპორტიორთან.

5. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა ერთი დასახელების პრეკურსორის ერთჯერადად იმპორტის (ექსპორტის) განსახორციელებლად.

6. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოში განცხადება-დეკლარაციის რეგისტრაციიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვითა და არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.

61. IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოში განცხადება-დეკლარაციის წარდგენიდან იმავე კალენდარული წლის დასრულებამდე არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად – მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.

7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ყველა ეგზემპლარის დაკარგვისას, იმპორტიორი/ექსპორტიორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. დაკარგული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი ითვლება ძალადაკარგულად და მისი დუბლიკატი არ გაიცემა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №436 - ვებგვერდი, 06.09.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

მუხლი 4. პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის კონტროლის ღონისძიებები

1. პრეკურსორის მიმართ ექსპორტის პროცედურის განხორციელების შემდეგ სააგენტო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული პრეკურსორის დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ.

2. სააგენტო, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით, აწვდის მას ინფორმაციას, საქართველოში ფაქტობრივად იმპორტირებული პრეკურსორების დასახელებისა და რაოდენობის შესახებ, თარიღის მითითებით.

3. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, აწვდის/იღებს და მოითხოვს ინფორმაციას, პრეკურსორების ბრუნვის შესახებ.

4. პრეკურსორებთან დაკავშირებით გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №436 - ვებგვერდი, 06.09.2019წ.

 

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა რეესტრის ფორმა

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598347318 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }რეგის ტრაციის

N

რეესტრში გატარების თარიღი

იურიდიული პირის დასახელება

იურიდიული მისამართი

ფაქტობრივი მისამართი

საიდენტი- ფიკაციო კოდი

საქმიანობის სახე

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი,საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

 

1

2

3

4

5

6

7

8

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 10.09.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

დეკლარაცია

საქმიანობაში პრეკურსორების გამოყენების თაობაზე

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598398317 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }იურიდიული პირის დასახელება

 

იურიდიული მისამართი

 

ფაქტობრივი მისამართი

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

პასუხისმგებელი პირის ტელეფონი

პასუხისმგებელი პირის ელექტრონული ფოსტა

 

ხელმომწერი პირი პასუხისმგებელია მონაცემების სისწორესა და სისრულეზე, მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, თანდართული ყველა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე

პ/პირის ხელმოწერა

თარიღი

ბ.ა. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

საქმიანობის სახე (მონიშნეთ შესაბამისი უჯრა )

იმპორტი

ექსპორტი

მომხმარებელი

რეალიზაცია

 

პრეკურსორ(ებ)ი, რომელსაც იურიდიული პირი იყენებს

თავისი საქმიანობისათვის

ან სარეალიზაციოდ

 

№

დასახელება

ლათინურად და ქართულად

HS code

CAS number

შენიშვნა

 

ცხრილი №1

 

1

1-Phenyl-2-propanone

1-ფენილ-2-პროპანონი

2914.31

103-79-7

 

2

3,4-MDP-2-Pmethyl glycidate

3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდატი

2932.99

13605-48-6

 

3

3,4-MDP-2-Pmethyl glycidic acid

3,4-მდპ-2-პ მეთილ გლიციდის მჟავა

2932.99

2167189-50-4

 

4

3,4-Methylenedioxyphenyl-2-propanone

3,4-მეთილენედიოქსიფენილ-2-პროპანონი

2932.92

4676-39-5

 

5

4-Anilino-N-phenethylpiperidine(ANPP)

4-ანილინო-N-ფენეთილპიპერიდინი (ანპპ)

2933.39

21409-26-7

 

6

N-Acetylanthranilicacid

N-აცეტილანტრანილის მჟავა

2924.23

89-52-1

 

7

alpha-Phenylacetoacetonitrile(APAAN)

ალფა-ფენილაცეტოაცეტონიტრილი

2926.40

4468-48-8

 

8

N-Phenethyl-4-piperidone (NPP)

N-ფენეთილ-4-პიპერიდონი (ნპპ)

2933.39

39742-60-4

 

9

alpha-Phenylacetoacetamide(APAA)

ალფა-ფენილაცეტოაცეტამიდი (აპაა)

2924.29

4433-77-6

 

10

Ergometrine

ერგომეტრინი

2939.61

60-79-7

 

11

Ergotamine

ერგოტამინი

2939.62

113-15-5

 

12

Isosafrole

იზოსაფროლი

2932.91

120-58-1

 

13

Potassiumpermanganate

კალიუმის პერმანგანატი

2841.61

7722-64-7

 

14

Piperonal

პიპერონალი

2932.93

120-57-0

 

15

Safrole

საფროლი

2932.94

94-59-7

 

16

Phenylaceticacid

ფენილძმარმჟავა

2916.34

103-82-2

 

17

Aceticanhydride

ძმარმჟავა ანჰიდრიდი

2915.24

108-24-7

 

შენიშვნა:

IVსიის N1 ცხრილს მიეკუთვნება:

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარილები, თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;

ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა და მათი მარილების წამლის ფორმები (საქართველოში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული) ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, თუ ამგვარი წამლის ფორმების არსებობა შესაძლებელია;

გ) მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები.

 

№

ცხრილი №2

 

1

Anthranilicacid

ანტრანილის მჟავა

2922.43

118-92-3

 

2

Acetone

აცეტონი

2914.11

67-64-1

 

3

Sulphuricacid

გოგირდმჟავა კონცენტრირებული

2807.00

7664-93-9

 

4

Ethylether

ეთილის ეთერი

2909.11

60-29-7

 

5

Hydrochloricacid

ქლორწყალბადმჟავა

2806.10

7647-01-0

 

6

Methylethyl ketone

მეთილ ეთილ კეტონი

2914.12

78-93-3

 

7

Piperidine

პიპერიდინი

2933.32

110-89-4

 

8

Toluene

ტოლუოლი

2902.30

108-88-3

 

შენიშვნა:

IVსიის N2 ცხრილს მიეკუთვნება:

ა) მასში შეტანილ ნივთიერებათა მარილები (გარდა გოგირდმჟავასა და მარილმჟავას მარილებისა), თუ ამგვარი მარილების არსებობა შესაძლებელია;

ბ) მასში შეტანილ ნივთიერებათა ეტალონური სტანდარტული ნიმუშები.

 

საქმიანობის მოკლე აღწერილობა

 

დანართი №3

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №567 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №436 - ვებგვერდი, 06.09.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 12.11.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს

To: Director of the LEPL - Agency for Regulation of Medical and Pharmaceutical Activities

 

______________________________

განცხადება - დეკლარაცია

პრეკურსორის იმპორტზე

 

S t a t e m e n t – D e c l a r a t i o n

For the import of precursor

 

1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი,იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________

 

Name, legal form, ID number, juridical and factual addresses of importing organization

------------------------------------------------------------------------------------------------

2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და

ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

 

Name, legal form and juridical and Factual addresses of exporting organization

 

-----------------------------------------------------------------------------------------------

 

3. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი,სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა:

• ___________________________________________________________________

 

Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number (CAS number),Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

4. იმპორტის მიზანი:

-----------------------------------------------------------------------------------------------

 

Intention of import

 

5. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება პრეკურსორის თავისუფალ

მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურა:

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

Type of transport by which the precursor release procedure (import)

will be carried out

 

-----------------------------------------------------------------------------------

 

6. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):

____________________________________________________________________

 

Name and address of manufacturing site

 

-----------------------------------------------------------------------------------------

 

7. იმპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა:

 

---------------------------------

 

Estimated deadline for import

-----------------------------------------------------------

 

8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს,პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

 

Confirmation of the accuracy of the information specified by present document

Signature of the responsible person

 

______________________ „____“ _____________ 20

 

დანართი №4

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №567 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №436 - ვებგვერდი, 06.09.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 12.11.2019წ.

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორს

To: Director of the LEPL - Agency for Regulation of Medical and Pharmaceutical Activities

 

______________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

პრეკურსორის ექსპორტზე

 

S t a t e m e n t – D e c l a r a t i o n

For the export of precursor

 

1. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი,იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: _______________________________________________

 

Name, legal form, ID number juridical and factual addresses of exporting organization

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და

ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

Name, legal form, juridical and factual addresses of importing organization

 

3. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი

სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა:

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

Name of the Precursor, Chemical Abstracts Service Registry Number (CAS number),,Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature, Quantity of the Precursor

_______________________________________________________________

 

4. ექსპორტის მიზანი:

____________________________________________________________________

Intention of export

____________________________________________________________________

 

5. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის

დოკუმენტის №, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა

____________________________________________________________________

Number of Import certificate, dates of issue and expiry

____________________________________________________________________

 

6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საექსპორტო ოპერაცია:

____________________________________________________________________

 

The type of transport by which the precursor will be exported

____________________________________________________________________

 

7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):

____________________________________________________________________

Name and address of manufacturing site

____________________________________________________________________

 

8. ექსპორტის განხორციელების სავარაუდო ვადა:

 

---------------------------------

 

Estimated deadline for import

 

-----------------------------------------------------------

 

9. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

 

Confirmation of the accuracy of the information specified by present document

Signature of the responsible person

 

_______________ „____“ _________ 20

 

დანართი №5

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №567 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 12.11.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №269 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

 

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ

პრეკურსორის იმპორტზე

(წინა გვერდი)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან Ministry of Internally displaced

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და persons from the occupied territories,სოციალური დაცვის სამინისტრო Labor, Health and Social

Affairs of Georgia

 

სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული LEPL ,,Regulation Agency for Medical

საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ and Pharmaceutical Activities“

 

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, AK. TSERETELI AVENUE 144, 0119,საქართველო TBILISI, GEORGIA

 

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის იმპორტზე

DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON IMPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431469 {null margin: 0 auto !important; }No 000000

 

სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement „United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substance of 1988“ content requests on precursor confirms that

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431477 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

Importing country, name, juridical and factual addressesof importing organization

 

უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში

Has the right to import into Georgia

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431478 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

Exporting country, name and juridical address of exportingorganization

 

შემდეგი ნივთიერება:

The following substance

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431479 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }პრეკურსორის დასახელება, პროდუქტის ფორმა, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CASnumber), სასაქონლო კოდი ((სეს ესნ) და რაოდენობა.

Name of the Precursor, Form of product, Chemical AbstractsService Registry Number, Foreign Economic Activity National CommodityNomenclature, Quantity of the Precursor

 

ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

 

აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

გაცემის თარიღი

Date of issue ––––– ––––––––––––– 20

მოქმედების ვადა

Date of expiry ––––– ––––––––––––– 20

ბ.ა

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი

Director of the LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

(უკანა გვერდი)

 

იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ

 

Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substance specified by present document

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431483 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5 დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე:

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, საქართველო

Please, return the completed andcertified form to the following address within 5 days:

LEPL „Regulation Agency for Medical and PharmaceuticalActivities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

 

დანართი №6

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №567 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №541 – ვებგვერდი, 12.11.2019წ.

 

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ

პრეკურსორის ექსპორტზე

(წინა გვერდი)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან Ministry of Internally displaced

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და persons from the occupied territories,სოციალური დაცვის სამინისტრო Labor, Health and Social

Affairs of Georgia

 

სსიპ „ სამედიცინო და ფარმაცევტული LEPL ,,Regulation Agency for Medical

საქმიანობის რეგულირების სააგენტო“ and Pharmaceutical Activities“

 

0119 თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144, AK. TSERETELI AVENUE 144, 0119,საქართველო TBILISI, GEORGIA

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორის ექსპორტზე

DOCUMENT OFPRELIMINARY AGREEMENT ON EXPORT OF PRECURSOR SPECIFIED BY CONVENTION 1988

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431487 {null margin: 0 auto !important; }No 000000

 

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორზე, ადასტურებს, რომ

LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“ on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988“ content requests on precursor confirms that

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431488 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ექსპორტიორი ქვეყანა, ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

Exporting country, name, juridical and factual addressesof exporting organization

 

უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან

Has the right to export from Georgia

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431489 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }იმპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართები

Importing country, name and juridical address of importingorganization

 

შემდეგი ნივთიერება:

The following substance

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431490 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }პრეკურსორის დასახელება, პროდუქტის ფორმა, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CASnumber), სასაქონლო კოდი ((სეს ესნ) და რაოდენობა

Name of the Precursor, Form of product, Chemical AbstractsService Registry Number, Foreign Economic Activity National CommodityNomenclature, Quantity of the Precursor

 

ტრანსპორტის სახეობა

Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––

 

იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431491 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }

 

Number of Import certificate, dates of issue and expiry:

 

აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება

Which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––

 

გაცემის თარიღი

Date of issue ––––– ––––––––––––– 20

მოქმედების ვადა

 

Date of expiry ––––– ––––––––––––– 20

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის

რეგულირების სააგენტოს დირექტორი

Director of the LEPL „Regulation Agency for Medical and Pharmaceutical Activities“

 

ბ.ა

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა

1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ

პრეკურსორების ექსპორტზე

(უკანა გვერდი)

 

ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ

Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substance specified by present document

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431494 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }გთხოვთ, შევსებული და დამოწმებული ბლანკი 5დღის ვადაში დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე :

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

0119 თბილისი , აკ . წერეთლის გამზ . №144, საქართველო

Please, return the completed and certified form to thefollowing address within 5 days:

LEPL „Regulation Agency for Medical and PharmaceuticalActivities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

 

Endorsement by importing country

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684598431496 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }Please return to:

LEPL „Regulation Agency for Medical and PharmaceuticalActivities“

AK. TSERETELI AVENUE 144, 0119, TBILISI, GEORGIA

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე