ბრძანება N 13461
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13461
14.06.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 7 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 7 დეკემბრის №77105/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას და ბეგრავდნენ კომპანიისთვის მომსახურეობის გაწევით მიღებულ შემოსავალს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არარეზიდენტი პირის 2012 და 2022 წლების ცნობების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ---------- რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით არ ეკუთვნოდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა. აცხადებს, რომ მართალია მომსახურების გაწევა განხორციელდა 2019 წელს, თუმცა მიუხედავად იმისა რომ არ ემთხვევა გაცემული ცნობების და მომსახურების გაწევის პერიოდი, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინჟინერი „----------“ წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, შესაბამისად, უნდა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
3. მომჩივანი არ ეთანხმება შპს „----------“-სთვის გადარიცხული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“ ავანსად გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
5. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის №10486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (მომჩივანი) (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26261 ბრძანება და ამავე თარიღის №005–154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 449 ლარი, მათ შორის გადასახადი 46 581 ლარი, ჯარიმა 22 947 ლარი და საურავი 4 921 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სხვა პირებისთვის მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც პირი ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულებას. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირს სარესტავრაციო, ქვის მთლელის, კონსერვაციის და რეაბილიტაციის მომსახურებას უწევდნენ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება შეადგენდა 73 555 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე წარმოადგენდნენ შპს „----------“ (მომჩივანი) მიერ დაქირავებულ პირებს, რომლებზეც 2021 წლის ნოემბრამდე გაიცემოდა სახელფასო ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ გაცემულ თანხებს საწარმო გადახდის წყაროსთან აღარ აკავებდა. შემოწმებამ, ასევე, შეისწავლა ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები ადეკლარირებდნენ მხოლოდ შპს „----------“-სგან (მომჩივანი) მიღებულ თანხებს. საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ შეისწავლა მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე აუტენტიფიკაციის IP მისამართები და დაადგინა, რომ ძირითად შემთხვევაში აღნიშნული IP მისამართები ემთხვეოდა შპს „----------“ (მომჩივანი) აუტენტიფიკაციის IP მისამართებს. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საწარმოს მიერ ფ/პ ---------- და ფ/პ ---------- გაცემული თანხები ჩაითვალა პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არარეზიდენტ პირებზე გადახდილი ჰქონდა თანხები, კერძოდ: 2019 წლის სექტემბერში გადახდილი ჰქონდა 1 000 ფუნტი სტერლინგი, რომელზეც პროგრამულად დარიცხული იყო არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ბუღალტრულ აღრიცხვაში გატარებული იყო, როგორც პირდაპირი ხელფასის ხარჯი, რომელიც ასახული არ ყოფილა შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. ამასთან, 2019 წლის დეკემბერში „----------“-სთვის გადახდილია 10 000 ევრო, რომელიც დაბეგრილი იყო უკუდაბეგვრის დღგ-ით, თუმცა არ ყოფილა ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების პროცესში პირს მოეთხოვა ზემოაღნიშნულ განაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა (მ.შ.: ინვოისები, შესრულების აქტები, რეზიდენტობის ცნობები), რომელიც გადამხდელს არ წარმოუდგენია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე, 154-ე მუხლებით და დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა არარეზიდენტ პირებზე გაცემული თანხები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3-4. საგადასახადო შემოწმების პროცესში, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხულია თანხები, რომელთა გადარიცხვის მიზნობრიობაც და დოკუმენტურად დადასტურებაც გადამხდელის მხრიდან ვერ მოხერხდა. კერძოდ: პროგრამულად ასახული იყო, რომ 2019 წლის აგვისტოში საწარმოს მიერ შპს „----------“ გადაირიცხა 1 360 ლარი, ხოლო 2021 წლის სექტემბერში შპს „----------“ გადაირიცხა 30 000 ლარი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების საფუძველზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს მოეთხოვა აღნიშნული პირებისგან დამოწმებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის შედარების აქტების წარმოდგენა, რომელიც შემოწმების პროცესში მოწოდებული არ ყოფილა, მოგების გადასახადით დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა 31 359 ლარი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირს სარესტავრაციო, ქვის მთლელის, კონსერვაციის და რეაბილიტაციის მომსახურებას უწევდნენ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება შეადგენდა 73 555 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების დამუშავებით გაირკვა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე წარმოადგენდნენ შპს „----------“ (მომჩივანი) მიერ დაქირავებულ პირებს, რომლებზეც 2021 წლის ნოემბრამდე გაიცემოდა სახელფასო ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ გაცემულ თანხებს საწარმო გადახდის წყაროსთან აღარ აკავებდა. შემოწმებამ, ასევე, შეისწავლა ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები ადეკლარირებდნენ მხოლოდ შპს „----------“-სგან (მომჩივანი) მიღებულ თანხებს. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე აუტენტიფიკაციის IP მისამართები ემთხვეოდა შპს „----------“ (მომჩივანი) აუტენტიფიკაციის IP მისამართებს.
ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხები წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ.ბ.“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ბ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით;
ვ) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.
2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა არარეზიდენტ პირებზე თანხების გადახდა, თუმცა არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან იქნა გამოთხოვილი ზემოაღნიშნულ განაცემეთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მ.შ.: ინვოისები, შესრულების აქტები, რეზიდენტობის ცნობები), თუმცა გადამხდელს არ წარუდგენია.
ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი არ ეთანხმება შპს „----------“ და შპს „----------“ გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ქართული მემკვიდრეობისთვის გადარიცხული თანხა წარმოადგენს მივლინების ფარგლებში სასტუმროს მომსახურების ხარჯს. ამასთან, მიუთითებს, რომ შპს „----------“ ავანსად აქვს გადარიცხული თანხები, თუმცა შემსრულებელმა ვალდებულება არ შეასრულა და ---------- საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო სარჩელის განხილვა (წარმოდგენილი აქვს ინვოისი, საგადახდო დავალებები, ---------- საქალაქო სასამართლოს განჩინებები სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნილ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ)ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არარეზიდენტი პირის 2012 და 2022 წლების ცნობების გათვალისწინებას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების შემსრულებელი კომპანიისთვის გადარიცხული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეორე მომსახურების შემსრულებელი კომპანიისთვის ავანსად გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
5. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში პირს სარესტავრაციო, ქვის მთლელის, კონსერვაციის და რეაბილიტაციის მომსახურებას უწევდნენ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება შეადგენდა 73 555 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების დამუშავებით გაირკვა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე წარმოადგენდნენ მომჩივანის მიერ დაქირავებულ პირებს, რომლებზეც 2021 წლის ნოემბრამდე გაიცემოდა სახელფასო ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ გაცემულ თანხებს საწარმო გადახდის წყაროსთან აღარ აკავებდა. შემოწმებამ, ასევე, შეისწავლა ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები ადეკლარირებდნენ მხოლოდ მომჩივანისგან მიღებულ თანხებს. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე აუტენტიფიკაციის IP მისამართები ემთხვეოდა მომჩივანის აუტენტიფიკაციის IP მისამართებს.
2. გადამხდელს უფიქსირდებოდა არარეზიდენტ პირებზე თანხების გადახდა, თუმცა არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან იქნა გამოთხოვილი ზემოაღნიშნულ განაცემეთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მ.შ.: ინვოისები, შესრულების აქტები, რეზიდენტობის ცნობები), თუმცა გადამხდელს არ წარუდგენია.
3/4. მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ქართული მემკვიდრეობისთვის გადარიცხული თანხა წარმოადგენს მივლინების ფარგლებში სასტუმროს მომსახურების ხარჯს. ამასთან, მიუთითებს, რომ ავანსად აქვს გადარიცხული თანხები, თუმცა შემსრულებელმა ვალდებულება არ შეასრულა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო სარჩელის განხილვა (წარმოდგენილი აქვს ინვოისი, საგადახდო დავალებები, სასამართლოს განჩინებები სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ).
5. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
გადაწყვეტილება
1. საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხები წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნილ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(1„ა“ „ბ“); 101(1); 104(1„ა“ „გ.ბ“); 125; 134(1„ე“ „ვ“); 154(1„ა“); 275.