N 3923-XIIIმს-Xმპ -13/12/2023 - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.12.2023
№ დოკუმენტი 3923-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის ან/და განლაგებისთვის, შეიძლება განთავსდეს ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემული პროდუქტისთვის ევროკავშირის მოქმედი დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს და არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა უფლებებს.“.

2. 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე განთავსდება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,13 დეკემბერი 2023 წ.

N3923-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე