ქრონომეტრაჟი N 2504

2504 ქრონომეტრაჟი - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2504
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქრონომეტრაჟი N 2504

ფაქტობრივი გარემოებები

· საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგად დადგინდა, რომ 7 უწყვეტი კალენდარული ჯამური ბრუნვამ (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შეადგინა 13 000 ლარს

· საწარმოს მიერ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი დღის საშუალო დღიური ბრუნვამ (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შეადგინა 9 450 ლარი; შესაბამისად, სხვაობა ქონომეტრაჟით გამოვლენილ ჯამურ ბრუნვასა და გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ბრუნვას შორის შეადგენს 3 550 ლარს, რაც არის 37%, ანუ აჭარბებს 10%-ს

შეფასება

· ქრონომეტრაჟის შედეგად, გამოვლენილია გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება

ღონისძიებები

· სსკ-ის 1431 მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაეკისრება ჯარიმა გამოვლენილი სხვაობის 20-მაგი ოდენობით, ანუ 3 550 ლარი X 20 = 71 000 ლარი