ბრძანება N 17482
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17482
18 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------” (ს/ნ „-------” )
(ფაქტ. მის.: „-------” )
2023 წლის 27 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-------” (ს/ნ „-------” ) 2023 წლის 27 ივნისის №81937/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №074-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, სამეურნეო ოპერაციების და ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურად/ყალბად მიჩნევას.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების დაბეგვრას და აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების დანიშნულება რეალურად წარმოადგენს ავიაბილეთების საფასურს, შესაბამისად, აღნიშნულ პირებთან მიმართებით არ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №29581 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------”ს (ს/ნ „-------” ) კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 24 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 მაისის №11642 ბრძანება და ამავე თარიღის №074-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 82 258 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 339 ლარი, ჯარიმა 38 873 ლარი და საურავი 5 046 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო შემოწმება დანიშნულია საგამოძიებო სამსახურის მომართვის საფუძველზე. რევიზიის დანიშვნის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ შპს „ „------” -ს “ შპს „N1 სგან “ (ს/ნ „-------” ) მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები: ეა------- და ეა-------, სადაც მითითებულია 64 050 ლარის ღირებულების სხვადასხვა საოფისე ავეჯის, კომპიუტერული და სხვა ტექნიკის მიწოდების შესახებ. შესაბამისი ჩათვლები (9770.34 ლარი) გადამხდელის მიერ სრულად არის გამოყენებული. შპს „N1 “ (ს/ნ „-------” ) დირექტორის გამოკითხვის ოქმით დასტურდება აღნიშნული ანგარიშფაქტურების სიყალბე და მათში აღწერილი ოპერაციების ფიქტიური ხასიათი. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოწმების მიერ ზემოთაღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.
2.შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა მომწოდებლებისათვის გადახდილი თანხები. დადგინდა, რომ გადამხდელი რიგ შემთხვევაში შეძენას ახორციელებდა ფიზიკური პირების (რაც დადასტურდა ფიზიკური პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციების შედეგად), ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიებისაგან. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით კომპანიის სახელზე არსებული ინვოისების ან ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების მოწოდების შესახებ. გადამხდელმა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა არასრულყოფილად, რის გამოც შედგა №188048 და №188056 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. შემოწმებამ გასათვალისწინებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამხდელს მოგების გადასახადში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „----- -ს “ შპს „N1 -სგან “ (ს/ნ „-------” ) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა--------და ეა--------) საფუძველზე მიღებული აქვს დღგს ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წლის პირველ მაისის №------- წერილით გამოგზავნილი შპს „N1-ს“ (ს/ნ „-------” ) დირექტორის გამოკითხვის ოქმით დასტურდება აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე და მათში აღწერილი ოპერაციების ფიქტიური ხასიათი. შპს „N1-ს “ (ს/ნ "-------") დირექტორი ასევე ადასტურებს, რომ ის ასევე წარმოადგენს შპს „-------“ (ს/ნ „-------” ) ერთ-ერთ დამფუძნებელს და მის რეალურ ხელმძღვანელს და რომ ზემოთაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების როგორც გამოწერა, ისე მიმღები მხარისაგან დადასტურება, მოხდა პირადად მის მიერ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩთვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და დადგენილი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელი რიგ შემთხვევაში შეძენას ახორციელებდა ფიზიკური პირების (რაც დადასტურდა ფიზიკური პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციების შედეგად), ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიებისაგან. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით კომპანიის სახელზე არსებული ინვოისების ან ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების მოწოდების შესახებ, რისი არასრულყოფილად მოწოდების გამო, პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. შემოწმებამ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. შედეგად, შემოწმებით, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაერიცხვა მოგების გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------” ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სამეურნეო ოპერაციების და ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურად/ყალბად მიჩნევას.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.დირექტორის გამოკითხვის ოქმით დასტურდება ანგარიშფაქტურების სიყალბე და მათში აღწერილი ოპერაციების ფიქტიური ხასიათი. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოწმების მიერ ზემოთაღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელი დაჯარიმდა 280-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.
2.გადამხდელს მოგების გადასახადში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გადაწყვეტილება
1. წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
982,175,178,280,275,