N 401 - 16/12/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №401
2024 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 92 . ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება
ფიზიკური პირი, რომელსაც საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ წარმოეშობა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა მიმართავს საგადასახადო ორგანოს №V-04 დანართის ფორმით.“.
2. დანართი №V-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე