საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებზე რეაგირება N2704

2704 საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებზე რეაგირება 22.10.2024
№ დოკუმენტი 2704
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებზე

რეაგირება N2704

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო ორგანომ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან მიიღო გადამოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი

შეფასება

ვარიანტი I დადასტურდა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ნადვილობა და მასში მოცემული საქონელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად

ვარიანტი II დადასტურდა გაცემული დოკუმენტის ნამდვილობა, თუმცა არ დადასტურდა მასში მოცემული საქონელი (ან მისი ნაწილი) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად.

ვარიანტი III ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ არ დაადასტურა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა.

ღონისძიებები

ვარიანტი I დეკლარირებულ საქონელზე გავრცელდება ან ძალაში რჩება პრეფერენცია.

ვარიანტი II ა) ძალაში რჩება საქონლის გაფორმების დროს განხორციელებული კონტროლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის დარიცხვის თაობაზე; ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის შესაბამისი ნაწილის დარიცხვის თაობაზე; გ) პირს დაეკისრება ჯარიმა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით და იმავდროულად, სსკ-ს 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებით, პირი გათავისუფლდება 167-ე მუხლით გათვალსიწინებული სანქციისაგან, შესაბამისად, ჯარიმის ნაწილში მიეთითება ნულოვანი თანხა. გარდა 167-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც საქმის მასალები, მათ შორის გადამოწმების შედეგები რეაგირებისათვის ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს.

ვარიანტი III ა) ძალაში რჩება საქონლის გაფორმების დროს განხორციელებული კონტროლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის დარიცხვის თაობაზე; ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის შესაბამისი ნაწილის დარიცხვის თაობაზე; გ) ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება საგამოძიებო ორგანოში შემდგომი რეაგირებისათვის.

ვარიანტი II და ვარიანტი III შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოდან საქმის მასალების შემდგომი რეგირებისთვის საბაჟო ორგანოში დაბრუნებისას პირს დაეკისრება ჯარიმა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით და იმავდროულად, სსკ-ს 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებით, პირი გათავისუფლდება ამავე მუხლით გათვალსიწინებული სანქციისაგან, შესაბამისად, ჯარიმის ნაწილში მიეთითება ნულოვანი თანხა.

შენიშვნა : ა) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლისას ,ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადამოწმების შედეგების მოუწოდებლობის შემთხვევაში ძალაში რჩება გავრცელებული პრეფერენცია. ამასთან, აღნიშნული ვადის დარღვევით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს იმპორტის გადასახადის დარიცხვა საბაჟო კანონდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში - იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 წლისა. ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში შესამოწმებლად გაგზავნილ ინფორმაციაზე პასუხის მიღების ვადებია: EUR-1 - 10 თვე; ჰონგ კონგ, ჩინეთი - 6 თვე; დიდი ბრიტანეთი - 10 თვე, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 90 დღე. ხოლო CT-1 წარმოშობის სერტიფიკატზე, წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელოს შესრულების მიზნებისათვის, პასუხის მიღების ვადად განსაზღვრულია 12 თვე.