N 27 - 30/01/2024 - „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №27
2024 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებული „დანართ №3“-ის („ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“) სახაზინო კოდის – 3194 – „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი“ – შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1706702607614 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„საკონტეინერო მოსაკრებელი
3195“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე