N 3347-XIმს-Xმპ - 28/06/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე.“.
2. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,28 ივნისი 2023 წ.
N3347-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე