ანგარიშ-ვალდებული პირი N 0902
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ანგარიშ-ვალდებული პირი N 0902
ფაქტობრივი გარემოებები
•ანგარიშ-ვალდებულ პირს ჩამოეწერა და შესაბამისად ხარჯი აღიარდა ისეთი დოკუმენტით, რომელზეც არ იყო გამყიდველის ხელმოწერა და იყო ოპერაცია ფიქტიური
შეფასება
•თანხა უნდა ჩაითვალოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად (სარგებლად)
•საწარმომ გაზარდა გამოსაქვითი მატერიალური ხარჯები და იმავე ოდენობით შეამცირა ხელფასის სახით დანახარჯი
•სარგებელზე არ მოხდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება (სსკ-ის 218-ე მუხლი)
ღონისძიებები
•საწარმოს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი
•დაჯარიმდება დეკლარაციაში საშემოსავლო გადასახადის შემცირებისათვის (სსკ-ის 132-ე მუხლი)
•დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისათვის (სსკ-ის 134-ე მუხლი)