გადაწყვეტილება № 33/ბ-492-2016
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 060310116001317686
№3/ბ-492-2016წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციული საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე: ი/მ ”---, ---, ---.
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
სსიპ შემოსავლების” სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ი/მ ---, ---. და ---. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
მოსარჩელის განმარტებით, ი/მ ,,---“ მიზანმიმართულად წინასწარ გაარიდა ქონება ოჯახის წევრებზე მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების „თავიდან არიდების მიზნით, რაც ქმნის საფუძველს მათი ცრუმაგიერ პირებად/ მიჩნევისათვის '(იხ.სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2016 წლის 01 აგვისტოს სამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხეების ი/მ „---, ---. და ---. წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სახელდობრ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნივთების გასხვისების დროისათვის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ---. არ გააჩნდა. არ არსებობდა რა საგადასახდო ვალდებულება, შესაბამისად, არ არსებობდა ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საშიშროება. საკუთარი ნივთის თავისუფლად განკარგვის უფლება კი ----. კანონით აქვს მინიჭებული. ამდენად, განხორციელებული გასხვისება მართლზომიერია და არ არსებობს მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი (იხ. შესაგებელი, მოპასუხის ახნა-განმარტება, 2016 წლის 01 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო წაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ი/მ ,,---, ---. და ---. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 და 22 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2015 წლის 17 მარტს გამოცემულ იქნა N8154 ბრძანება ი/მ ,---- (ს/ნ ----------, იურიდიული მისამართი: ------------) კუთვნილ ობიექტში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და სასაქონლო შესყიდვა- შეთავაზების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 07 მაისს გამოცემულ იქნა N064-68 ბრძანება ი/მ,, ---" (ს/ნ ----------, იურიდიული მისამართი: --------------------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 13 მაისს გამოცემულ იქნა N064-71 ბრძანება ი/მ ---“ (ს/ნ ----------, იურიდიული მისამართი: ----------------) ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ.
უძრავი ქონება, მდებარე ქ. ------------ 2015 წლის 15 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ი/მ „---.“ მეუღლის ---. (პ/ნ -------------------) საკუთრებაში, რომელმაც შემდგომ ეს ქონება გაასხვისა ---. (პ/ნ -----------).
2015 წლის წლის 14 მაისს ---. საკუთრებაში დარეგისტრირდა 2014 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით ---. საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება ------------ (შასი ----------, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი - 2004).
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 07 ივლისს გამოცემულ იქნა N064-103 ბრძანება ი/მ ,---.“ (ს/ნ ------------, იურიდიული მისამართი: ---------------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 17 მარტის N8154 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ --- გამოუვლინდა 371225,75 ლარის დანაკლისი და 22 484,83 ლარის საბაზრო ღირებულების საშუალებების აღურიცხაობა, რის გამოც 2015 წლის 09 ივლისს ი.მ --- მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N123527 და N 123528, რაც ---. მიერ გასაჩივრებულ იქნა და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2016 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი/მ ---“ (ს/ნ --------------) ერიცხებოდა რა სალდირებული საგადასახადო დავალიანება 55259 ლარის ოდენობით, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება კი, რითაც შეიძლება უზრუნველყოფილიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულება მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის (2015 წლის 07 ივლისი) აღარ გააჩნდა და ამდენად, განხორციელებულმა გადახდევინების “უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მიერ 2016 წლის N15613-21-05 წერილით ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად მიემართა სასამართლოსათვის ი/მ ---, ---. და ---. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ,---,---.და ---. არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით “უტყუარად დასტურდება რომ ი/მ --- ქონების განკარგვის დროისათვის არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნდა და აღნიშნული წარმოეშვა მხოლოდ ორი თვის შემდეგ, რაც მას უკვე განკარგული ჰქონდა თავისი ქონება. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებებით არ იყო რა დატვირთული, ი.მ. ,----“, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო განეკარგა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება შეხედულებისამებრ.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის თვალსაზრისი იმის "თაობაზე, რომ მიუხედავად ქონებაზე ყადაღის მოხსნისა თითქოსდა ი/მ ---.“ წინასწარ იყო ცნობილი ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომი მოსალოდნელი შედეგები და ამიტომ განკარგა ქონება, რადგან ასეთი წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდისა და ეჭვის დონეზე გამოთქმულ თვალსაზრისს და არ ემყარება უტყუარ და ვარგის მტკიცებულებებს, ხოლო მარტოოდენ მხარის განმარტება, აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდქსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამრთლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის
ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სავალდებულო პირობა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას. ქმნის არის საგადასახადო ვალდებულებების არსებობა, რომლის შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით გადასახადის გადამხდელი ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ი.მ. „---, --- და ---. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უწდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით-გაერიდებინათ ი.მ „--- ქონება დაყადაღებისაგან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ერთობლიობაში არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუშველს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არასწორია მოსარჩელის მიერ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მითითება. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულება (ოჯახის წევრობა) პირებსს შორის ავტომატურად არ ქმნის საფუძველს და ვერ გახდება მათი ცრუმაგიერ“ პირებად აღიარების საფუძველი, რამდენადაც სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსახღვრული წანამძღვრები.
სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოების გათვალისიწნებით, რომლის გამოც უარი ეთქვა სარჩელის დამაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 და 22 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის აღნიშვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, უნდა გაუქმდეს შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით:
აპელანტის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. საგადასახადო კოდექსის მოცემული ნორმა ითვალისწინებს ორი წინაპირობის კუმულაციურად არსებობას, კერძოდ:
1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან;
2. სხვა პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
აპელანტის მოსაზრებით, გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1)საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციის ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება; ერთიანად დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2)ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3)კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4)კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის “ურთიერდარღვევა (ერთობლიობა); 5)შვილობილის (კომპანიის) ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება: 6) ე.წ. „ჩრდილოვანი დირექტორის“ თეორია; სხვა პირი გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების ფორმებია: 1) კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია - კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; 2 კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით; ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის ამომწურავი და ისინი არ გამოიყენება კუმულაციურად, მთავარია სასამართლო, რომელიმე ერთ-ერთი გარემოების (ან საერთოდ სხვა გარემოების, რომელიც აქ არ არის მოცემული) არსებობისას დარწმუნდეს, რომ სახეზე არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს: 1. გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან განსხვავების შეუძლებლობას, 2. ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით;
აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მტიცებულებებით დასტურდება, რომ ი.მ.--- მიერ განხორციელებული ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი “უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ. საწარმოსათვის ცნობილი იყო მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების შესახებ რის გამოც საწარმომ გაარიდა ქონება, რომლითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი „ყოფილიყო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.
აპელანტის განმარტებით, ი/მ „-----ს (ს/ნ ----------) მიერ · საინვენტარიზაციო შემოწმების დაწყების შემდგომ უძრავ/მოძრავი ქონების გადაფორმება, და საქონლის გადაწერა სხვა საწარმოზე, ხოლო, შემდგომ ამისა, საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას.
აპელანტის აღნიშვნით, სასამართლომ არასწორად მისცა შეფასება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კანონმდებლობით განსაზღვრული მოცემულობით არის დათქმა რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი არის ზუსტად ის მოქმედებები, როცა ერთ მხარეს აქვს საგადასახადო ვალდებულება, ხოლო სხვებს არა, რითაც მხარეები ცდილობენ ერთ მხარეს დარჩეს შეუსრულებელი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხარე გათავისუფლებულია ასეთი ვალდებულების შესრულებისაგან ვალდებულების არარსებობის გამო. კანონმდებლობით განსაზღვრული ასეთი სახის ფაქტობრივი გარემოება განსახილველ საქმეში არსებობს თუმცა, ეს ფაქტი სასამართლომ საპირისპიროდ მიიჩნია.
აპელანტის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილი გარემოებების მიხედვით, იკვეთება, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან და ეს პირი გამოიყენება კუთვნილი საგადასახდო ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას – ცრუმაგიერ მფლობელობას გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” /ქვეპუნქტის. თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს I უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი "აქვს, 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "მიხედვით, ” სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას -გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის არ დაკმაყოფილების თაობაზე იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი), საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,ე” ქვეპუნქტით განსახღვრულ შემთხვევას - --- და ---., ი.მ. ---- ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტოზრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2015 წლის 17 მარტს გამოცემულ იქნა N8154 ბრძანება ი/მ ---ს/ნ ----------) იურიდიული მისამართი --------------- კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და სასაქონლო შესყიდვა-შეთავაზების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 07 მაისს გამოცემულ იქნა N064-68 ბრძანება ი/მ ---- (ს/ნ ----------, იურიდიული მისამართი: --------------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
შემოსავლეზის სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 13 მაისს გამოცემულ იქნა N064-71 ბრძანება ი/მ ---- (ს/ნ ---------, იურიდიული მისამართი: ------------) ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ.
უძრავი ქონება მდებარე ქ. ---------------- 2015 წლის 15 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ი/მ ,----“ მეუღლლის ნ. ნ. (პ/ნ ---------) საკუთრებაში, რომელმაც შემდგომ /ეს ქონება გაასხვისა ---- (პ/ნ ------------)
2015 წლის 14 მაისს ---. საკუთრებაში დარეგისტრირდა 2014 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით ---. საკუთრებაში რეგისტრირებული სანტრანსპორტო / საშუალება -------- (შასი ---------, ფერი ლურჯი 8/8, გამოშვების წელი - 2004).
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2015 წლის 07 ივლისს გამოცემულ იქნა N064-108 ბრძანება ი/მ ,--- (ს/ნ -----------, იურიდიული მისამართი: ----------) ქონებაზე ყადაღის დადეზის შესახებ.
დადგენილი, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 17 მარტის N8154 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ „----“ გამოუვლინდა 371225,75 ლარის დანაკლისი და 22 484,83 ლარის საბაზრო ღირებულების საშუალებების აღურიცხაობა, რის გამოც 2015 წლის 09 ივლისს ი/მ ,--- მიმართ შედგენილი იქნა. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N123527 და N123528, რაც --- მიერ გასაჩივრებულ იქნა და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2016 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი/მ --- (ს/ნ --------) ერიცხებოდა რა სალდირეზული საგადასახადო დავალიანება 55259 ლარის ოდენობით, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება კი, რითაც შეიძლება უზრუნველყოფილიყო საგადასახადო ვალდებულების შესრულება მას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის (2015 წლის 07 ივლისი) აღარ გააჩნდა და ამდენად, განხორციელებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მიერ 2016 წლის N15613-21-05 წერილით ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად მიემართა სასამართლოსათვის ი/მ ,,---- “, ---. და ----. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი შეიცავს ცრუმაგიერი მფლობელობის დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო / პრდექსის 25-ე მუხლით განსახღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს, (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, და მტკიცებულებების საფუძველზე ადასტურებს კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ ი/მ --- დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით ქონება გაათავისუფლა ყადაღისაგან და მომდევნო დღეს 2015 წლის 15 მაისს, უძრავი ქონება მდებარე ქ. -------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა ი/მ „---” მეუღლემ - ---. (პ/ნ ------------) რომელმაც ეს ქონება იმავე დღეს გაასხვისა მოქალაქე ---. (პ/ნ ---------) ხოლო ავტომობილი ---------- სახ. ნომრით ------------, 2015 წლის 14 მაისს გადაიფორმა ი/მ ---“ შვილმა - ე. ნ. (პ/ნ ------------). ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ 2015 წლის 9 ივლისს, ი/მ ---“ (ს/ნ --------) ინვენტარიზაციის შედეგად დამატებით დაერიცხა 48365 ლარი. 2015 წლის 07 ივლისს, შემოსავლების სამსახურის მიერ მეორედ გამოიცა N064-108 ბრძანება ი/მ --- (ს/ნ ----------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის განცხადებით იმ დროისათვის მის საკუთრებაში ქონება აღარ ირიცხებოდა.
პალატა განმარტავს, რომ ი/მ --- მიერ განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი მიზანმიმართულია გადასახადებისას და საგადასახადო დავალიანებილს უზრუნველყოფის ღონისძიებების თავის არიდებისათვის. ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა და ამ სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი “თუნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების “უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
საქმის. მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ---- და ----. არიან ი.მ. --- ცრუმაგიერი პირები და ისინი გამოყენებულნი არიან გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება, საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად და ---. და ---. აღიარებულ იქნებიან ი/მ. ---“ ცრუმაგიერ პირებად.
სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ი/მ. ---, ---. და ---. თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო წარმოებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის, თითოეულს 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტო გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. აღიარებულ იქნენ --- და --- ი/მ „--- ცრუმაგიერ პირებად;
5. .ი/მ ---, --- და ---. თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო წარმოებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, თითოეულს 50-50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა,ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150, ანგარიშის N200122900;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა 132).
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი