N 2925-XIმს-Xმპ - 17/05/2023 - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,17 მაისი 2023 წ.
N2925-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე