ბრძანება N 7696
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7696
07.04.2023
ფ/პ ---------- (პ/ნ ----------)
(მის:------------------)
2023 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა ფ/პ ----------(პ/ნ ----------) №1210/21-04 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის №249-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ მიწის ნაკვეთებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ რეალიზებული უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს წარმოადგენდა მისი შვილი პირველი ქორწინებიდან,---------------, ვინაიდან, თავად იყო რუსეთის მოქალაქე და მიწები მის საკუთრებაში ვერ აღირიცხებოდა. მიწები, რომელთა რეალიზაცია მოხდა 2019 წელს ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა 2013 წლიდან. ქონების საფასური 2012-2013 წლებში ----------------ნაწილ-ნაწილ გადაუხადა ---------------, რომელთაც თავად ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის მიუხედავად წინა მფლობელებისგან საკუთრების უფლება სრულად არ ჰქონდათ მიღებული. -------------, 33 ჰა მიწის საფასურის მიღების მიუხედავად, მოტყუებით გადაუფორმეს 19.3 ჰა -------------- აღნიშნულზე დაიწყო სასამართლო დავა. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ----------------და --------------- სარჩელი და 30 450 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად -------- და ------------ სოლიდარულად დაეკისრათ 18 000 დოლარი, რაც მიწის ნამდვილმა შემძენმა და მესაკუთრემ სრულად მიიღო ---------------. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ 2019 წელს რეალიზებული მიწის ნაკვეთები 2012-2013 წლებში სრულად ნაყიდი აქვს -----------------, ნასყიდობის საფასური გადახდილია მხოლოდ მის მიერ და ნასყიდობის მერე მიწის ნაკვეთები გადაცემულია --------------- და არა ----------------- მფლობელობაში. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2018 წელს, --------------- სარჩელი აღძრა შვილის წინააღმდეგ, რომელმაც მამის საკუთრების ფარულად გასხვისება გადაწყვიტა. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, ---------------- აეკრძალა ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა. ვინაიდან, სასამართლო გადატვირთულობის გამო დავის განხილვა ჭიანურდებოდა, მხარეები შეთანხმდნენ და მორიგება დამტკიცებული იქნა შემდეგი პირობებით: --------------- აღიარა, რომ მის სახელზე რიცხული ყველა სადავო უძრავი ქონება შეძენილია ----------------- მიერ და ნასყიდობის ფასიც--------------------მიერაა სრულად გადახდილი, უძრავი ქონების ნაწილი დარჩა ----------------- საკუთრებაში, ხოლო ნაწილი ------------------ საკუთრებად იქნა ცნობილი. ამასთან, ---------------- მიწაზე გადასახადებს იხდის 2013 წლიდან.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა1 “ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე და აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, ხოლო აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი. მიუთითებს, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16671 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ ------------- (პ/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 ნოემბრის №28022 ბრძანება და ამავე თარიღის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 204 783 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 592 ლარი, ჯარიმა 50 796 ლარი და საურავი 52 395 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ ---------------- საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართებით ვაჭრობა. საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.
ა 1 ) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფ/პ --------------- შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს უძრავი ქონება, რაზეც საგადასახადო ვალდებულებები არ არის შესრულებული. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და შესაბამისად, ვინაიდან, ადგილი აქვს ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დასტურდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძველი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ------------ (პ/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ მიწის ნაკვეთებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართებით ვაჭრობა.საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთები.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:9,79,80,81,100,102,82