ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირისმიერ სხვა საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება N 2655
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირისმიერ სხვა საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება N 2655
ფაქტობრივი გარემოებები
· რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული შპს X საქმიანობს სათამაშო ბიზნესის სფეროში. კერძოდ, ახდენს ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობას. ამავე დროს შპს X რეზიდენტ საწარმოში ფლობს წილს
· შპს X-ს 2019 წლის განმავლობაში ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით საქმიანობიდან მიღებული აქვს წმინდა მოგება 100 000 ლარი; მან ამავე წელს რეზიდენტი საწარმოსაგან დივიდენდის სახით მიიღო 20 000 ლარი. საწარმომ 2020 წლის მაისის თვეში სრულად გაანაწილა 2019 წელს მიღებული მოგება - 120 000 ლარი.
· გადასახადის გადამხდელმა განაწილებული მოგება არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
შეფასება
· სსკ-ის 981 მუხლის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამასთან, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მომწყობი პირისათვის საქმიანობის ამ ნაწილში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით (სსკ (309(16)).
· იმის გათვალისწინებით, რომ შპს Xისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს არა სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორიდან მიღებული მოგების განაწილება, არამედ რეზიდენტი საწარმოდან მიღებული დივიდენდის (20 000 ლარის), როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განაწილება და ამავდროულად დივიდენდის მიმღები ფიზიკური პირია, საწარმო ვალდებული იყო დივიდენდის განაწილება დაებეგრა მოგების გადასახადით განაწილების საანგარიშო პერიოდში
ღონისძიებები
· შპს „X"-ს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს X მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით