შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის მოთხოვნის დათმობით წარმოშობილი ზარალის დაბეგვრა N 2618
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის მოთხოვნის დათმობით წარმოშობილი ზარალის დაბეგვრა N 2618
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-ს სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში გააჩნია მოთხოვნა 100 000 ლარის ოდენობით (დებიტორული დავალიანება). 2017 წლის აპრილის თვეში საწარმომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას 40 000 ლარად გადასცა აღნიშნული მოთხოვნა, ხოლო მოთხოვნის გადაცემით წარმოშობილი ზარალი აღიარა ფინანსურ ხარჯად.
· გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით.
· ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, საწარმო ვალდებული იყო, 2017 წლის აპრილის თვეში მოთხოვნის უფლების გადაცემით წარმოშობილი ზარალი 60 000 ლარი დაებეგრა და ბიუჯეტში გადაეხადა 10 588 ლარი (60 000/0.85*15%-10 588).
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებუ ლი ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით