უსასყიდლო იჯარა (მანქანა გაყიდა და შემდეგ თანხის გადაუხდელობის გამო უკან დაიბრუნა) N 1172
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უსასყიდლო იჯარა N 1172
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელმა პირმა 2010 წლის აპრილის თვეში ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა მის ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილის მიწოდება და მოცემული ოპერაცია დაბეგრა დღგ-ით.
· საკომპენსაციო თანხის გადაუხდელობის გამო სექტემბრის თვეში, მყიდველმა საწარმომ დააბრუნა შეძენილი სატვირთო ავტომობილი. შესაბამისად, გამყიდველმა სექტემბრის თვეშივე მოახდინა დღგ-ის კორექტირება სრულად (გაანულა დღგ)
შეფასება
· სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მყიდველის მიერ სატვირთო ავტომობილის დაბრუნებამდე პერიოდში, ავტომობილი განხილულ უნდა იქნეს იჯარით გაცემულად. იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრამდე პერიოდში დღგ-ით დაბეგრილი იყო მიწოდების ოპერაცია, საიჯარო თანხა დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც იცვლება ოპერაციის სახე(სექტემბრის თვეში). აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს დღგ-ის კორექტირება
ღონისძიებები
· პირი დაჯარიმდება სექტემბრის თვეში დღგ-ის შემცირებისათვის
იგულისხმება, რომ მყიდველი აპრილის თვიდან სექტემბრამდე სარგებლობდა სატვირთო ავტომობილით.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით