უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებით მიღებული სარგებელი N 2133
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებით მიღებული სარგებელი N 2133
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო უსასყიდლოდ სარგებლობს დამფუძნებელი პირის ქონებით/მომსახურებით
· I ვარიანტი: საწარმო, რომელიც ახორციელებს ოფისის მშენებლობას, დამფუძნებელმა უსასყიდლოდ ჩაუტარა სამონტაჟო სამუშაოები
· II ვარიანტი: საწარმო სარგებლობს დამფუძნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ამასთან არ არის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება
· უსასყიდლოდ მიღებული საიჯარო/სამონტაჟო მომსახურების ღირებულება წელიწაში 10 000 ლარს შეადგენს
· ორივე ვარიანტში საწარმომ 10 000 ლარი ასახა შემოსავალში და იმავე წელს გამოქვითა სრულად
შეფასება
· I ვარიანტში სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება (10 000 ლარი) საწარმომ უნდა აღიაროს სარგებლად, მოახდინოს მისი კაპიტალიზება და გამოქვითოს ამორტიზაციის გზით
· II ვარიანტში საწარმომ უსასყიდლოდ მიღებული სარგებელი უნდა ჩართოს ერთობლივ შემოსავალში და უფლება აქვს გამოქვითოს კოდექსით დადგენილი წესით (სსკ-ის 105-ე მუხლი (ძვ.177-ე))
· დამფუძნებლის მიერ გაწეული მომსახურება შეფასდება, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება და მისაღები სარგებლით გაიზრდება მისი ერთობლივი შემოსავალი
ღონისძიებები
· I ვარიანტში საწარმო დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275 (ძვ. 132-ე) მუხლით
· II ვარიანტში საწარმოს დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება
· დამფუძნებელს დაერიცხება კუთვნილი გადასახადები (მოგება, საშემოსავლო, დღგ)
მე-2 ვარიანტში იგულისხმება, რომ უსასყიდლო იჯარას სასაქონლო-მატერიალურ მარაგების ნაშთებში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად შემოსავლების კორექტირება არ მოუხდენია.
სახელმძღვანელოში აღწერილ შემთხვევაში საწარმო არ იყენებს სრული გამოქვითვის მეთოდს და ობიექტი იმავე (სამუშაოების ჩატარების) წელს არ შესულა ექსპლუატაციაში.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით