N 1799-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 25.06.2026
№ დოკუმენტი 1799-Vმს-XIმპ
სტატუსი ასამოქმედებელი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 პუნქტი:

„122. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია − 20 000 ლარი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,25 ივნისი 2026 წ.

N1799-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე