საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობა N 2606

2606 საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობა 23.02.2017
№ დოკუმენტი 2606
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობა N 2606

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“ დაფუძნდა 2017 წლის მაისის თვეში. ამავე წლის ოქტომბრის თვეში მან საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გასცა შემოწირულობა 10 000 ლარის ოდენობით. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციაზე არ მოუხდენია საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში.

შეფასება

· სსკ-ის 983 მუხლის 3-ე ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით არ იბეგრება კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულება, რომელიც მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს არ აღემატება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85- ზე გაყოფის შედეგად. სსკ-ის 98-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

· მოცემულ შემთხვევაში საწარმოს არ გააჩნია წინა კალენდარულ წელს მიღებული წმინდა მოგება. შესაბამისად, საწარმო ვალდებული იყო, გაცემული შემოწირულობის თანხა 10 000 ლარი ოქტომბრის თვეში დაებეგრა მოგების გადასახადით და ბიუჯეტში გადაეხადა 1 764 ლარი (10 000/0,85*15%= 1 764).

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით