N 193 - 23/06/2026 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №193
2026 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №5) დამტკიცებული ფორმით).“;
ბ) მე-6 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტის:
ბ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ საქონლის ან/და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ.ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) თუ რეექსპორტში დეკლარირების მიზნით წარდგენილი, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე ან/და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:
„10. საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის საბაჟო ფორმალობებთან ერთად), როდესაც საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირებისთვის განკუთვნილ, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში და ფიზიკურ პირს:
ა) არ უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება ან
ბ) უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც ნაკლებია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ოდენობაზე და წარდგენილია აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის საბაჟო ფორმალობებთან ერთად) იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურ პირს:
ა) არ უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება ან
ბ) უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც ნაკლებია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების ოდენობაზე და წარდგენილია აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე