აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

მთავრობის დადგენილება 08.05.2012
№ დოკუმენტი 175
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 106 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს თანდართული „აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი

ნ. გილაური

დანართი

აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:

ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 50 000 ლარი;

ბ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;

გ) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;

დ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;

ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 10 000 ლარი.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე