ბრძანება N 2941

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2026
№ დოკუმენტი 2941
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2941

11 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ----- (პ/ნ ------) №100054/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2026 წლის 16 იანვრის №000510/2026 დასკვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 17 იანვარს მივიდა ლასარეში, იყო შაბათი დღე და ექსპერტები არ იყვნენ ადგილზე. ----- ჩამოსული დაისონის რეპლიკა, სავარცხელის კომპელქტი შეფასდა არასწორად. ნივთის ჩამოსვლის დღესვე საბაჟოს მიაწოდა ყველა დეტალი, ინვოისი ვიდეოს სახით, როგორც თავად მებაჟეებმა მოითხოვეს. ვიდეოში ნათლად ჩანს----- აპლიკაციიის ----- - მიმოწერა გამომგზავნთან. ასევე ჩანს ჯამურად გადახდილი თანხაც, სადაც შედიოდა სავარცხლებთან ერთად ორი ცალი ფენი, რომელიც უკვე გაიტანა. ექსპერტმა ეს დეტალები არ გაითვალისწინა და არარეალურ ფასად შეაფასეს ნივთები. რეალურად ჯამში გადახდილი აქვს 10 ცალში 1250 იუანი, რაც არის 178 დოლარი (თითოს ღირებულება 125 იუანი, რაც მიმოწერაში და ვიდეო ინვოისში, ჯამურად გადახდილ თანხაში ჩანს), ექსპერტმა კი 10 ცალი ნივთი შეუფასა 350 დოლარად.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაკორექტირდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2026 წლის 16 იანვრის №------ დასკვნით განსაზღვრული საქონლის ღირებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 8 იანვარს ----- (პ/ნ -----) №------ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის სახელზე №------ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე (თმის ფენის კომპლექტი – 10 ცალი) საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2026 წლის 16 იანვრის №------ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის (თმის ფენის კომპლექტი – 10 ცალი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 345.60 აშშ დოლარი.

საფოსტო გზავნილის გადამზიდავმა – შპს „------ “ №------ საფოსტო გზავნილი, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტს წარუდგინა 2026 წლის 16 იანვარს – შპს „------“ საბაჟო საწყობში (კარიბჭე). აღნიშნულ საწყობში განხორციელდა შესაფასებელი საქონლის დათვალიერება დათვალიერებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე (ვიდეო კამერების ქვეშ) და იმავე დღეს შეფასდა.

ვინაიდან შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ვერ განხორციელდებოდა საქონლის დათვალიერების გარეშე, საფოსტო გზავნილის ექსპერტისთვის წარდგენა კი განხორციელდა მხოლოდ 2026 წლის 16 იანვარს და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა იმავე დღეს, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ექსპერტის მიერ შეფასების გაჭიანურებას.

------ №------ (08.01.2026) განცხადებას და №----- საფოსტო გზავნილს არ ახლდა ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი; გადახდის ქვითარი) და მათი წარდგენა არც დამატებით არ განხორციელებულა. გამომდინარე აქედან, საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემები, ღირებულების კონტროლის მიზნით კი – გამოყენებულ იქნა ექსპორტიორი ქვეყნის (----- ) ღია წყაროებზე განთავსებული ინფორმაცია.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად. მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განისაზღვრის მეთოდებს. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

დადგენილია, რომ 2026 წლის 8 იანვარს ----- (პ/ნ ------) №----- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის სახელზე №------ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. განცხადების თანხლებ საბუთებს და ამანათებს არ ახლდა ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი, გადახდის ქვითარი) და არც დამატებით არ მომხდარა დოკუმენტის წარმოდგენა. შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრა საქონლის დათვალიერების გზით. საფოსტო გზავნილის ექსპერტისთვის წარდგენა კი განხორციელდა მხოლოდ 2026 წლის 16 იანვარს.

საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო კოდექსის თავი - VI „საქონლის საბაჟო ღირებულების“ შესაბამისად, კერძოდ 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანმიმდევრობის დაცვით და 43-ე მუხლის - „სარეზერვო მეთოდის“ საფუძველზე.

საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემების შესაბამისად, ხოლო ღირებულების კონტროლის მიზნით გამოყენებულ იქნა ექსპორტიორი ქვეყნის (-----) ღია წყაროებზე განთავსებული ინფორმაცია. შესაბამისად, ----- სახელზე ჩამოსული საფოსტო გზავნილის №----- საბაჟო ღირებულებამ №----- 16.01.2026 ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 345,60 აშშ დოლარი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა გამომდინარეობს მოქ----- ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2026 წლის 16 იანვრის №----- ექსპერტიზის დასკვნის შედეგები შესაბამისობაშია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივნი დაკორექტირდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2026 წლის 16 იანვრის დასკვნით განსაზღვრული საქონლის ღირებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის სახელზე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.

განცხადებას და საფოსტო გზავნილს არ ახლდა ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მათი წარდგენა არც დამატებით არ განხორციელებულა. გამომდინარე აქედან, საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემები, ღირებულების კონტროლის მიზნით კი – გამოყენებულ იქნა ექსპორტიორი ქვეყნის ღია წყაროებზე განთავსებული ინფორმაცია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2026 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები შესაბამისობაშია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

37(1,6);