N 318 - 01/07/2021 - „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №318
2021 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, 300160070.10.003.021791) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X და XI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).
2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, დადასტურებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის გარეშე შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართში მოცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ხოლო XI დანართში მითითებულის – მხოლოდ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს X და XI დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
„დანართი X
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №1
#assignedTableId-1690550617373 {width:63.2%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№
კატეგორია
საქონლის დასახელება
სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ-ის) მიხედვით
რესპირატორი
რესპირატორული დამცავი ნიღბები შეცვლადი ფილტრებით
902000 000 90
რესპირატორული მოწყობილობა სახის დამცავი ნიღბით
აირებისგან დამცავი რესპირატორული მოწყობილობები
რესპირატორული აღჭურვილობები – დაივინგისთვის
ნაწილაკების მფილტრავი რესპირატორული დამცავი პირბადეები
630790 990 00
თვალისა და სახის დაცვა
თვალის ინდივიდუალური დამცავი ფარები და სათვალეები
9004
თვალის ინდივიდუალური დამცავი შემდუღებლისთვის
ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეები
სათხილამურო დამცავი სათვალე
დამცავი სათვალეები მოტოციკლეტისა და მოპედისთვის
თოვლმავალის მართვის დროს დამცავი სათვალეები
მზის კაშკაშისაგან დამცავი სათვალეები სამრეწველო გამოყენებისათვის
ლაზერული გამოსხივებისაგან დამცავი სათვალეები
სმენის დამცავი საშუალებები
ხმაურის დონის გარდამქმნელი სმენის დამცავი ყურსაფარები
851830 950 00
სმენის დამცავი ყურსაფარები ელექტრო-აუდიო გადამცემით
851762 000 00
სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა
სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი ღვედი/ქამარი
630720 000 00
დამცავი ჩაფხუტები
ინდუსტრიული დამცავი ქუდი
650610 100 00
ჩაფხუტები საჰაერო სპორტისათვის
650610 100 00
ჩაფხუტები სამთო მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისთვის
650610 100 00
ჩაფხუტები ველოსიპედისტების, სკეიდბორდისა და როლიკების მომხმარებლებისათვის
650610 100 00
ჩაფხუტები კანოეთი ცურვისა და წყლის სპორტისათვის
650610 100 00
ჩაფხუტები მარხილების მომხმარებლებისათვის
650610 100 00
დამცავი ჩაფხუტები თოვლის მანქანების და ბობსლეის მძღოლებისა და მგზავრებისათვის
650610 100 00
სამრეწველო დამცავი ჩაფხუტები
650610 100 00
ჩაფხუტები მეხანძრეებისთვის
650610 100 00
ჩაფხუტები ალპინისტებისათვის
650610 100 00
დამცავი სპეცსამოსი
ინფექციური საშუალებებისგან დამცავი საიზოლაციო კომბინიზონი
621010 920 00
სამაშველო ჟილეტები
630720 000 00
თხევადი ქიმიკატებისგან დამცავი სამოსი
უქსოვადი მასალა დაფარული პლასტმასით - 6210 98 000 00
პლასტმასის ფურცლებისგან - 3926 20 000 00
დამცავი სპეცსამოსი პესტიციდებთან მუშაობისას
უქსოვადი მასალა დაფარული პლასტმასით - 6210 98 000 00
პლასტმასის ფურცლებისგან - 3926 20 000 00
მაღალი ხილვადობის ტანსაცმელი
621143 900 00
მყვინთავის კოსტიუმი – უნიფიცირებული კოსტიუმები
621040 000 00
მყვინთავის კოსტიუმები – თბობადი და გაგრილებადი კოსტიუმების სისტემები და კომპონენტები
621040 000 00
დამცავი ფეხსაცმელი
ჯაჭვური ხერხისგან დამცავი ფეხსაცმელი
640110 000 00
640340 000 00
640192 100 00
640192 900 00
ფეხსაცმელები მეხანძრეებისათვის
640110 000 00
640199 000 00
640192 100 00
ქიმიკატებისგან დამცავი ფეხსაცმელები
640192 100 00
640199 000 00
640110 000 00
8.
დამცავი ხელთათმანები
თერმული საფრთხეებისგან დამცავი ხელთათმანი
6216 00 000 00
მექანიკური რისკებისგან დამცავი ხელთათმანები
6216 00 000 00
იონიზებული რადიაციისა და რადიაქტიური დაბინძურებისგან დამცავი ხელთათმანი
6216 00 000 00
დანით მიყენებული ჭრილობებისგან დამცავი ჯაჭვის ხელთათმანი
7323 10 000 000
დამცავი ხელთათმანები შემდუღებლებისათვის
6216 00 000 00
სახიფათო ქიმიური და მიკროორგანიზმებისგან დამცავი ხელთათმანები
ვულკანიზებული რეზინის მასალისგან 4015 19 000 00
დამცავი ხელთათმანები მეხანძრეებისათვის
6216 00 000 00
ელექტროობისგან დამცავი ხელთათმანი
6216 00 000 00
9.
სპორტული დამცავი აღჭურვილობა
დამცავი ფეხსაცმელი მოტოციკლისტებისათვის
6403 19 000 00
ფეხბურთის მეკარის დამცავი ხელთათმანი
4203 21 000 00
დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისათვის- თავის დამცავები
9506 99 900 00
დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისათვის- გენიტალიებისა და მუცლის დამცავები
9506 99 900 00
დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებაში- ქალებისთვის მკერდის დამცავი
9506 99 900 00
მაჯის, ხელისგულის, მუხლის და იდაყვის დამცავები გორგოლაჭებიანი სპორტისთვის
9506 99 900 00
დამცავი სამოსი ცხენოსნობისთვის – ჟაკეტები, სხეულისა და მხრების დამცავები
9506 99 900 00
დამცავი სამოსი – წვივსაფარი – ეკიპირების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ფეხბურთელებისთვის
9506 99 900 00
მუხლის და იდაყვის დამცავი დარბაზის სპორტისთვის
9506 99 900 00
დამცავი სამოსი ხელის პროტექტორები, ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის
9506 99 900 00
დამცავი სამოსი მხრის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის
დამცავი სამოსი მკერდის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის
დამცავი სამოსი მუცლის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის
დამცავი სამოსი ფეხის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის
დამცავი სამოსი ტერფის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის
დამცავი სამოსი გენიტალიების პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის
ქვებისგან და ტალახისგან დამცავი სპეც. სამოსი მოტოციკლეტებისთვის
9506 99 900 00
დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისთვის – ხელისა და ფეხის დამცავები
9506 99 900 00
დამცავი აღჭურვილობა კარატეში, სახის დამცავები
9506 99 900 00
ხელის დამცავი სამოსი მოფარიკავეთათვის
9506 99 900 00
მხრის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის
მკერდის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის
მუცლის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის
ფეხის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის
ტერფის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის
გენიტალიების დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის
სახის პროტექტორი, მოფარიკავეებისთვის
სამთო მოწყობილობები – ყინულის ანკერი
9506 99 900 00
დამცავი საშუალებები სიმაღლიდან დაშვებისათვის – გამაგრების მექანიზმები
9506 99 900 00
ალპინისტური აღჭურვილობა. ჩამკეტები.
9506 99 900 00
აღჭურვილობა ალპინიზმისათვის. თოკის მომჭერები
9506 99 900 00
აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – სოლები
9506 99 900 00
ალპინისტის ბაგირი
9506 99 900 00
ალპინისტის მარყუჟი
9506 99 900 00
აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – შემაერთებლები (კარაბინი)
9506 99 900 00
აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – ფრიქციული ანკერები
9506 99 900 00
სიმაღლიდან ჩამოვარდნისგან ინდივიდუალური დაცვა-ბაწრების გამოყენების სისტემები. ბაწრების რეგულირების მექანიზმები
9506 99 900 00
აღჭურვილობა ალპინისტებისთვის – დამჭერი-სამუხრუჭე მოწყობილობები – დამჭერი-სამუხრუჭე მოწყობილობები მექანიკური ხელის ჩამკეტებით
9506 99 900 00
ალპინისტური აღჭურვილობა. გორგოლაჭები/შკივები
9506 99 900 00
10.
სხვა
სამთო აღჭურვილობა - ზვავის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ბალიშების სისტემები
9506 99 900 00
დანართი XI
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №2
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690549007987 {width:54.36%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№
კატეგორია
დასახელება
1
რესპირატორი
რესპირატორული დამცავი მოწყობილობის ფილტრები
2
თვალისა და სახის დაცვა
მზის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე (არ შედის მოდური აქსესუარები, რომლებსაც მზისგან დამცავი ფუნქცია არ გააჩნიათ)
თვალისა და სახის ბადისებრი დამცავი ფარი
3
სმენის დამცავი საშუალებები
სმენის დამცავი ყურის საცობები პროფესიული გამოყენებისთვის
სმენის დამცავი ყურსაფარები პროფესიული გამოყენებისთვის
სმენის დამცავი ყურსაფარები, მიმაგრებული დამცავ სამრეწველო ჩაფხუტზე
აუდიოაღჭურვილობის მქონე სმენის დამცავი ყურსაფარები, მიმაგრებული დამცავ სამრეწველო ჩაფხუტზე
4
სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა
სიმაღლიდან ვარდნის შემზღუდველი მოწყობილობა
სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ბაგირი
სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ბაგირის ენერგიის ჩამხშობი ნაწილი
სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავ უსაფრთხოების ღვედზე მისამაგრებელი ქამარი
სიმაღლიდან ვარდნის შემაჩერებელი მოწყობილობა
სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი მოწყობილობის კონექტორები/შემაერთებლები
5
დამცავი ხელთათმანები
სიცივისგან დამცავი ხელთათმანები პროფესიული გამოყენებისთვის
6
დამცავი სპეცსამოსი
სახიფათო მყარი, თხევადი და აირისებრი ქიმიკატებისგან დამცავი კომბინიზონი
მყარი ნაწილაკებისგან დამცავი სპეცსამოსი
საწვიმარი პროფესიული გამოყენებისთვის
რადიაქტიური დაბინძურებისგან დამცავი კომბინიზონი
დამცავი სპეცსამოსი მეხანძრეებისთვის.
დამცავი სპეცსამოსი ელექტროობისგან დასაცავად
მაღალი ხილვადობის ტანსაცმელი და აქსესუარები არაპროფესიული გამოყენებისთვის
ამრეკლავი (მეტალიზირებული) მასალისგან დამზადებული სპეცსამოსი მეხანძრეებისთვის
დანით გამოწვეული ჭრილობებისა და ჩხვლეტისგან დამცავი წინსაფრები, შარვლები და ჟილეტები
სიცვისგან დამცავი სპეცსამოსი პროფესიული გამოყენებისთვის
ცეცხლისა და თერმული საფრთხეებისგან დამცავი სპეცსამოსი მრბოლელებისათვის
დამცავი სპეცსამოსი პროფესიონალი მოტოციკლისტებისთვის. ჟაკეტები, შარვლები და კომბინიზონები.
დამცავი სპეცსამოსი აბრაზიულ აპარატთან მუშაობისთვის
დამცავი სპეცსამოსი ბენზოხერხის მომხმარებლებისთვის
მყვინთავის კოსტუმები
7
დამცავი ფეხსაცმელი
დამცავი ფეხსაცმელები პროფესიული გამოყენებისთვის
8
სხვა
უსაფრთხოების ღვედები გემბანის ეკიპაჟისთვის “.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე