N 43 - 08/02/2019 - „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 08.02.2019
№ დოკუმენტი 43
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2019 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №194 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2016, 470230000.10.003.019259) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის“ (დანართი №1):

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორგანოს იმპორტის უფლება აქვს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში − სამედიცინო დაწესებულება), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წერილობითი თანხმობით (დანართი №1.1).“.

 

2. „ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების იმპორტის/ექსპორტის შესახებ თანხმობის ფორმა“ დანართი 1.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 1.1

 

ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების იმპორტის/ექსპორტის შესახებ თანხმობის ფორმა

 

იმპორტის/ექსპორტის (გახაზეთ) განმახორციელებელი დაწესებულება

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

დასახელება, მისამართი (იურიდიული, ფაქტობრივი)

 

ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების დასახელება ------

 

------------------------------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------------

იმ გამოკვლევათა ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილისა და უჯრედების იმპორტის/ექსპორტის (გახაზეთ) განხორციელებისათვის

________________________________________________________

_________________________________________________________

________________________________________________________

 

თარიღი „----“ ------------------------------ 20__ წელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე