ბრძანება N 20075
📄 სრული ტექსტი
N 20075
12 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (პ/ნ -----) (იურ. მის.:-----)
2025 წლის 4 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ იყო საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 ივლისს ფიზიკური პირი ----- ----- (პ/ნ -----) მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა (სახელმწიფო სანომრე ნიშანი -----) და მასში განთავსებულ საქონელზე, რომლის გადაადგილებაც ხორციელდებოდა ტრანზიტულად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ გამოწერილ იქნა N -----/D----- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მეშვეობით, მოწმობას რისკის პროფილით განესაზღვრა – „დასკანერება“, რაც აღნიშნულ პირს უნდა განეხორციელებინა საბაჟო გამშვებ პუნქტში „------“, თუმცა 2025 წლის 14 ივლისს ----- ------ (პ/ნ -----) ზემოხსენებული ავტომობილი სკანირების უზრუნველსაყოფად წარადგინა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ (სოფ. -----) კონტროლის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სტაციონარულ სკანერზე, რითაც სახეზე იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევის ფაქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, 2025 წლის 14 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----“ ----- ----- (პ/ნ -----) მიმართ შედგენილ იქნა N EL290114 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სამართალდამრღვევისთვის 1000-ლარიანი ჯარიმის შეფარდების შესახებ.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფის („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, რა დროსაც ----- ----- (პ/ნ -----) პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი. შეცდომა გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს N 18609 ბრძანებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად:
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის ავტორი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ფიზიკური პირის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე, რომლის გადაადგილებაც ხორციელდებოდა ტრანზიტულად, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამოწერილ იქნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა. მოწმობას რისკის პროფილით განესაზღვრა – „დასკანერება“, რაც აღნიშნულ პირს უნდა განეხორციელებინა საბაჟო გამშვებ პუნქტში, თუმცა მომჩივანმა ზემოხსენებული ავტომობილი სკანირების უზრუნველსაყოფად წარადგინა სხვა გაფორმების ეკონომიკური ზონაში. კონტროლის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სტაციონარულ სკანერზე, რითაც სახეზე იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 170;.