N 57 - 27/02/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №57
2024 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ2) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ვიდეომონიტორინგის სისტემასთან წვდომის/დაშვების წესს და განსაზღვრავს ვიდეომონიტორინგის სისტემასთან წვდომაზე უფლებამოსილ თანამშრომლებს;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ2) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე