ბუკლეტების გავრცელებით გაწეული სარეკლამო ხარჯების დაბეგვრა N 2608
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ბუკლეტების გავრცელებით გაწეული სარეკლამო ხარჯების დაბეგვრა N 2608
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-ს 2017 წლის მანძილზე გაწეული აქვს რეკლამის ხარჯი, საქონლის ანაზღაურების გარეშე გავრცელების გზით. კერძოდ, ივნისის თვეში უსასყიდლოდ დარიგებული აქვს 5 000 ლარის ღირებულების საინფორმაციო ბუკლეტები, რომლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნია (თანხა გადახდილია). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუკლეტების გავრცელების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა ადგილზე აღარ ფიქსირდება ბუკლეტები.
· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია სსკ-ის შესაბამისად.
· ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აქვს ბუკლეტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა არ დასტურდება მათი გავრცელების ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ ბუკლეტები წარმოადგენს სარეკლამო საქონელს, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ადგილზე აღარ ფიქსირდება ბუკლეტები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება ბუკლეტების გავრცელების ფაქტი, ადგილი არ აქვს გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გაწევას. შესაბამისად, სახეზე არაა ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარ ღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულები ს დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით