მივლინების თანხების გამოქვითვა (დამფუძნებლის მივლინება, როცა ის არაა დაქირავებულიც) N 0225
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მივლინების თანხების გამოქვითვა N 0225
ფაქტობრივი გარემოებები
· 2011 წლამდე საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა დამფუძნებელზე მივლინების სახით ანაზღაურებული ხარჯები
· I ვარიანტი დამფუძნებელი იმავდროულად საწარმოს მიერ დაქირავებული პირი არ არის და აღიშნული მივლინება არ უკავშირდება საწარმოსათვის მომსახურების გაწევას
· II ვარიანტი დამფუძნებელი იმავდროულად საწარმოს მიერ დაქირავებული პირია და მივლინება დაკავშირებულია მის დაქირავებით მუშაობასთან
შეფასება
· I ვარიანტში დამფუძნებელზე გაწეული ხარჯი ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც სამივლინებო ხარჯი და ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება
· I ვარიანტში დამფუძნებელზე გაწეული ხარჯი მთლიანად განიხილება ამ პირის სარგებლად. ამასთან, საწარმოს საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა. დამფუძნებელმა საგადასახადო ვალდებულება უნდა შეასრულოს დამოუკიდებლად
· II ვარიანტში საწარმოს ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
· I ვარიანტში დაზუსტდება (შემცირდება) საწარმოს გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი
· I ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
· II ვარიანტში საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით