N 4941-IIს - 13/04/2016 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 50 პროცენტით მცირდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,13 აპრილი 2016 წ.
N4941-IIს