N 1775-Vმს-XIმპ - 24/06/2026 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) მეწარმე ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიერ ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებისა) სარგებლობისთვის − არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტისა, ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მიხედვით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,24 ივნისი 2026 წ.
N1775-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე