ბრძანება N 26659 -4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 01.08.2019
№ დოკუმენტი 26659 -4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26659

01/08/2019

შპს -------

(მის: ქ. ----------.)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის N094-303 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის და 04 ივლისის სხდომებზე (ოქმები N38 და N46).

საჩივარში აღნიშნული სადავო საკითბი:

გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შეცდომით აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი ოფისის ძირითადი საშუალები დაბეგრილი იქნა ქონების გადასახადით. ითხოვს შემცირებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის N14678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს -----გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 28 დეკემბრის N39423 ბრძანება და 2018 წლის 28 დეკემბრის N094-303 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 192832.72 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 118022 ლარი, ჯარიმა 60682 ლარი და საურავი 14128.72 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე 8 მუხლის 31-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

სსკ-ის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.

სსკ-ის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი გადასახადია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.

სსკ-ის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

გადასახადის გადამხდელმა წარმოდგენილ საჩივარში განმარტა, რომ კომპანიას 2015 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში შეცდომით გათვალისწინებული აქვს თავისი წარმომადგენლობითი ოფისის აზერბაიჯანის ძირითადი საშუალებების საშუალოწლიური ღირებულებაც, რაც არასწორია სსკ-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე. აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი ოფისის ძირითადი საშუალებები არ ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას საქართველოში. აღნიშნული გარემოების დასტურად საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის N140 წინასწარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აზერბაიჯაის ტერიტორიაზე მდებარე ქონება არ წარმოადგენს საქართველოში ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საშუალების ქონების გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე დეკლარაციაში ასახული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ქ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შეცდომით აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი ოფისის ძირითადი საშუალები დაბეგრილი იქნა ქონების გადასახადით. ითხოვს შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელმა წარმოდგენილ საჩივარში განმარტა, რომ კომპანიას 2015 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში შეცდომით გათვალისწინებული აქვს თავისი წარმომადგენლობითი ოფისის აზერბაიჯანის ძირითადი საშუალებების საშუალოწლიური ღირებულებაც, რაც არასწორია სსკ-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი ოფისის ძირითადი საშუალებები არ ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას საქართველოში. აღნიშნული გარემოების დასტურად საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქონება არ წარმოადგენს საქართველოში ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საშუალების ქონების გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე დეკლარაციაში ასახული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6(4): 8(31); 69(1); 200(6); 201(1,,ა“);