N 3718-XIIIმს-Xმპ - 16/11/2023 - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.11.2023
№ დოკუმენტი 3718-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.რ“ ქვეპუნქტი:

„ა.რ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;“.

3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“.

 

მუხლი 2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით დადგენილი მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთან საქმიანი ურთიერთობაც მან ამ კანონის ამოქმედებამდე დაამყარა ან რომლებიც მასთან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისგან გადავიდნენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 56 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,16 ნოემბერი 2023 წ.

N3718-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე