N245 -20/08/2010 - „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 20.08.2010
№ დოკუმენტი 245
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №92, მუხ. 1360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების და პირობების“ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.“.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე