N 2-48 - 08/02/2023 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-48
2023 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული „ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №50)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ60-ჰ63 ქვეპუნქტები:
„ჰ60) ვეტერინარული სერტიფიკატი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საბეწვე ცხოველებისთვის, კურდღლებისთვის, ძაღლებისა და კატებისთვის (დანართი №93);
„ჰ61) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №94);
ჰ62) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) ერაყის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №95);
ჰ63) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) ქუვეითის სახელმწიფოში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №96).“.
2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №93-96.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ შამუგია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე