ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

მეთოდური მითითება 19.07.2021
№ დოკუმენტი 23360
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება N 23360

19/07/2021

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ

მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითება;

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 24 აპრილის N 12149 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

დანართი

 

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითება

 

სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები რეგულირდება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 107-ე მუხლით.

გადასაწყვეტ საკითხად გამოიკვეთა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოსაკრებლის ნაწილში შემდეგ შემთხვევებში როცა:

- ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია;

- ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში დააკორექტირა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

- პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან;

- ლიცენზიაზე არ იძებნება დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ განხილულ კონკრეტულ მაგალითებს.

 

მაგალითი 1:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ 3 . 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

გადამხდელმა 2021 წლის 1 ივლისს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 20 000 მ 3 ოდენობით.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წლის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი 10 000 მ 3 .

2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ 3 .

ვინაიდან პირმა განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის სავადო თარიღის დადგომამდე და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 20 000 მ 3 მოცულობამდე, ამ პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი 10 000 მ 3 . ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობაც არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 24 000 მ 3 -ს (10 000 მ 3 +14 000 მ 3 ), წლის მეორე (ბოლო) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 4 000 მ 3 (10 000 მ 3+14 000მ3 -20 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 2:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ 3 . 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

გადამხდელმა 2021 წლის 10 აგვისტოს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 20 000 მ 3 ოდენობით.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის Iექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 13 000 მ 3 .

2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ 3 .

მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა წლის მანძილზე განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 20 000 მ 3 მოცულობამდე, 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშება არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობაც არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 27 000 მ 3 -ს (13 000 მ 3 +14 000 მ 3 ), წლის მეორე (ბოლო) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 7 000 მ 3 (13 000 მ 3+14 000მ3 - 20 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 3:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 20 000 მ 3 . 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 25 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

გადამხდელმა 2021 წლის 10 აგვისტოს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 30 000 მ 3 ოდენობით.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ 3

2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 25 000 მ 3 . მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა წლის მანძილზე განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა გაიზარდა 30 000 მ 3 მოცულობამდე, 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშება არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 35 000 მ 3 -ს (10 000 მ 3 +25 000 მ 3 ), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 5 000 მ 3 ((10 000 მ 3+25 000მ3 )-30 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 4:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენების) ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 100 000 მ 3 .

 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია;

 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 15 000 მ 3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი;

 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 17 000 მ 3 მოცულობის რესურსი;  2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 25 000 მ 3 მოცულობის რესურსი.

გადამხდელმა 2021 წლის 2 აპრილს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 80 000 მ 3 ოდენობით.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

ვინაიდან პირმა განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის დადგომამდე და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 80 000 მ 3 მოცულობამდე, ამ პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის მეოთხედი 20 000 მ 3 . ხოლო II კვარტლის საანგარიშო პერიოდის და ყოველი შემდგომი პერიოდების მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმური მოცულობის 1/4 კორექტირების გათვალისწინებით, თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდში პირის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება ამ რაოდენობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ 3 ;

2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ 3 ;

2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ 3 ;

2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 25 000 მ 3

იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 85 000 მ 3 -ს (20 000 მ 3+20 000მ 3 +20 000 მ 3+25 000 მ 3 ), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 5000 მ 3 ((20 000 მ 3+20 000 მ 3 +20 000 მ 3 + 25 000მ3 )-80 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 5:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენების) ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 100 000 მ 3 .

 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია;

 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 15 000 მ 3 მოცულობის რესურსი;

 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 17 000 მ 3 მოცულობის რესურსი;

 2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 20 000 მ 3 მოცულობის რესურსი.

გადამხდელმა 2021 წლის 25 აპრილს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 80 000 მ 3 ოდენობით.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის მეოთხედი 25 000 მ 3 , რომელიც არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

ყოველი შემდეგომი სამი კვარტლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება შემდეგი წესით გამოანგარიშებული რესურსის მოცულობა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით განსაზღვრული მოცულობას (80 000 მ 3 ) აკლდება 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახული რესურსის მოცულობა და მიღებული რაოდენობა იყოფა დარჩენილი კვარტლების რაოდენობაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საანგარიშო რომელიმე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი აღემატება ამ წესით გაანგარისებულ რესურსის მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას და შესაბამისად მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 18 333 მ 3 (80 000 (ათვისების ძველი გეგმა) -25 000 (I კვარტლის გაანგარიშებით წარდგენილი))/3;

2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 18 333 მ 3 (80 000 (ათვისების ძველი გეგმა) -25 000 (I კვარტლის გაანგარიშებით წარდგენილი))/3;

2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 20 000 მ 3

იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 81 666 მ 3 -ს (25 000 მ 3 +18 333მ3 +18 333 მ 3+20 000 მ 3 ), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 1 666 მ 3 ((25 000 მ 3+18 333მ3 +18 333მ3 + 20 000მ3 )-80 000 მ 3 ) რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 6:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ 3 . 2021 წელის გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია.

გადამხდელმა 2021 წლის 21 ოქტომბერს გაასხვისა აღნიშნული ლიცენზია.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 13 000 მ 3 .

2021 წლის II არასრული ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის (ივლისი-ოქტომბერი) გაანგარიშებაში, რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს 2022 წლის 15 იანვრისა, მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 8 666 მ 3 (26 000 მ 3 /12*4). ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია გაასხვისა 2021 წლის 21 ოქტომბერს, ის მოქმედებდა არასრული საანგარიშო წლის მანძილზე, შესაბამისად გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით. თუ ამ პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 7:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ 3 . 2021 წელის გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია.

გადამხდელმა 2021 წლის 17 მარტს გაასხვისა აღნიშნული ლიცენზია.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I არასრული ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში (იანვარი-მარტი), რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის 15 ივლისისა მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 6500 მ 3 (26 000 მ 3 /12*3). ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია გაასხვისა 2021 წლის 17 მარტს, ის მოქმედებდა არასრული საანგარიშო წლის მანძილზე, შესაბამისად გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით. თუ ამ პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

 

მაგალითი 8:

ფაქტობრივი გარემოება

პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 (ერთი) წლის ვადით და უფლება აქვს, მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ 3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში).

ამავე განკარგულებით პირი ვალდებულია განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა.

განკარგულება ძალაში შესულია 2021 წლის 12 იანვრიდან.

მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

ვინაიდან, განკარგულებით პირდაპირ განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში, შესაბამისად, პირს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2021 წლის 12 თებერვლისა.

გამომდინარე იქიდან, რომ პირმა საგადასახადო ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მას სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხოს განკარგულებაში მითითებული თანხა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი 2021 წლის 12 თებერვლის სავადო თარიღით.

 

მაგალითი 9:

ფაქტობრივი გარემოება

პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 7 თვის ვადით და უფლება აქვს მოიპოვოს 71 550 (სამოცდათერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) მ 3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).

განკარგულება ძალაში შესულია 2021 წლის 12 იანვრიდან.

მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

ვინაიდან, განკარგულებით პირდაპირ არ არის განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში, შესაბამისად, პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, რომელიც საგადასახდო ორგანოს წარედგინება 2021 წლის 15 აპრილამდე მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 30 664 მ 3 ( 71 550/7*3)მოცულობის ქვიშა-ხრეში.

2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, საგადასახდო ორგანოს წარედგინება 2021 წლის 15 ივლისამდე მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 30 664 მ 3 ( 71 550/7*3)მოცულობის ქვიშა-ხრეში.

2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, საგადასახდო ორგანოს წარედგინება 2021 წლის 15 ოქტომბრამდე მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 10 221მ3 ( 71 550/7*1)მოცულობის ქვიშა-ხრეში.

გამომდინარე იქიდან, რომ პირმა საგადასახადო ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მას სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხოს

2021 წლის 15 აპრილის სავადო თარიღით დაარიცხოს 30 664 მ 3 რესურსის მოცულობის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა;

2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღით დაარიცხოს 30 664 მ 3 რესურსის მოცულობის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა;

2021 წლის 15 ოქტომბრის სავადო თარიღით დაარიცხოს 10 221მ3 რესურსის მოცულობის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა.

 

მაგალითი 10:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას 2018 წლის 1 მარტიდან 2028 წლის 1 მარტამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა შეადგენს 400 000 მ 3 . აღნიშნულ ლიცენზიაზე დადგენილ ვადაში არ არის დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია.

 

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში:

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოსაკრებლის გადამხდელს სავარაუდო საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში განუსაზღვროს ლიცენზიის ჯამური მოცულობიდან და სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხოს კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. კერძოდ, ყოველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდზე საგდასახადო ვალდებულება განუსაზღვროს 20 000 მ 3 (400 000/20 (ექვსთვიანი პერიოდების რაოდენობა) ქვიშა-ხრეშის მოცულობიდან.

განხორციელებული სავარაუდო დარიცხვა ექვემდებარება დაკორექტირებას პირის მიერ ლიცენზიაზე დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმის (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით) წარდგენის შემდეგ.

 

მაგალითი 11:

ფაქტობრივი გარემოება

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას 2021 წლის 4 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა შეადგენს 100 000 მ 3 . აღნიშნულ ლიცენზიაზე დადგენილ ვადაში არ არის დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში პირველი ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია.

საგადასახადო ორგანომ მოსაკრებლის გადამხდელს სავარაუდო საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში განუსაზღვრა ლიცენზიის ჯამური მოცულობიდან და სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხა კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. კერძოდ, ყოველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ვალდებულება განუსაზღვრა 10 000 მ 3 (100 000/10 (ექვსთვიანი პერიოდების რაოდენობა) ქვიშა-ხრეშის მოცულობიდან.

გადამხდელს 2021 წლის 1 აგვისტოს დაუმტკიცდა ლიცენზიის ათვისების გეგმა, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 30 000 მ 3 ოდენობით

მოცემულ შემთხვევაში, გადამხდელს უფლება აქვს 2021 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშება წარმოადგინოს ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, რომლის წარმოდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული სავარაუდო დარიცხვა შიცვლება შესწორებითი დარიცხვით. ხოლო, 2021 წლის II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში უნდა ასახოს და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს 30 000 მ 3 -ის ოდენობის რესურსი (იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში მის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი არ აღემატება ამ მოცულობას).