ფიზიკური პირის მიერ ქონების დეკლარაციის წარუდგენლობა (2009 წლის 1 მაისამდე შეძენილზე უნდა წარედგინა 2009 წლის 1 მაისისათვის) N 1410

1410 ფიზიკური პირის მიერ ქონების დეკლარაციის წარუდგენლობა (2009 წლის 1 მაისამდე შეძენილზე უნდა წარედგინა 2009 წლის 1 მაისისათვის) - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1410
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიზიკური პირის მიერ ქონების დეკლარაციის წარუდგენლობა N 1410

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირმა 2009 წლის 5 იანვარს შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

· ფიზიკურ პირს 2009 წლის 1 მაისამდე დასაბეგრ მიწაზე არ წარუდგენია ქონების დეკლარაცია

· საჯარო რეესტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანომ ფიზიკურ პირს დაარიცხა ქონების გადასახადი და წარუდგინა "საგადასახადო მოთხოვნა" 2009 საგადასახადო წელზე

შეფასება

· ფიზიკური პირი ვალდებული იყო სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარედგინა დასაბეგრ მიწაზე ქონების დეკლარაცია 2009 წლის 1 მაისამდე

ღონისძიებები

· ფიზიკური პირის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით