ძირითადი საშუალებების გამოქვითვა N 0202

0202 ძირითადი საშუალებების გამოქვითვა 26.07.2011
№ დოკუმენტი 0202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალებების გამოქვითვა N 0202

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ მიწის შესყიდვის ღირებულება გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

· არაცვეთადი აქტივის ღირებულება არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას

· გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი

ღონისძიებები

· გამოსაქვითი ხარჯი უნდა შემცირდეს და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

· პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

სახელმძღვანელო არ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეძენილი მიწის რეალიზაცია მოხდა იმავე წელს.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით