ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 06.04.2015
№ დოკუმენტი 16
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 6 აპრილი

დ. ხარაგაული

ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. ნებართვის მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) ოდენობა განისაზღვროს:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობაზე, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 ლარი;

ბ) სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 ლარი;

გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარი;

დ) საკურორტო ზონაში, სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2.5 ლარი;

ე) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 ლარი;

ვ) საკურორტო ზონაში, სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 ლარი;

ზ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა:

ზ.ა) II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარი,ზ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი,ზ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;

ბ) მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0.5 ლარს და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

გ) სოაციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირს, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით ) განესაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,2 ლარი თვეში და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

დ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

ე) ინდმეწარმეებისათვის 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე);

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:

ბ.ა) თითოეულ სამორინის მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

ბ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე განისაზღვროს:

გ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი.

გ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი.

გ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი.

დ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2018წ.

ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 06.12.2018წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 09.10.2020წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 02.11.2020წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 05.02.2021წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 03.07.2024წ.

 

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი15/03/2012)

 

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ინგა მაღრაძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე