დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლამდე გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებლის მიერ მიღებული შემოსავალია) N 0101

0101 დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლამდე გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებლის მიერ მიღებული შემოსავალია) - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0101
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრა N 0101

ფაქტობრივი გარემოებები

· 2011 წლამდე დადგენილი წესით დივიდენდების სახით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე)

· გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან

· წლიური შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და შესაბამისად განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა როგორც დივიდენდი

· მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ზედმეტად გაცემული დივიდენდის თანხები არ ბრუნდება და ამასთან არ დასტურდება საწარმოს კაპიტალის შემცირება.

შეფასება

· შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია

· დაუბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან ჩაითვლება საწარმოსაგან მიღებულ შემოსავლად

· შემოსავლის გამცემს საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ დაეკისრება

ღონისძიებები

· დაუბრუნებელ თანხაზე პარტნიორს უნდა დაერიცხოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სსკ-ის 167-ე მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით

· პარტნიორი დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე მუხლით

· თუ პარტნიორს დეკლარაცია წარდგენილი აქვს, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით

წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას.

ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ დივიდენდი გაცემულ იქნა სსკ-ის 195-ე (1) მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და დაცულია 281-ე (36) მუხლის მოთხოვნები.

თუ პარტნიორი იმავდროულად დაქირავებული პირია აღნიშნული განაცემი არ კვალიფიცირდება ხელფასად და გამოსაქვით ხარჯს არ წარმოადგენს.

სახელმძღვანელო ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე