„საქართველოში იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 თებერვლის №52 დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 23.01.2023
№ დოკუმენტი 32
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 32

2023 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 თებერვლის №52 დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, 2028 წლის პირველ იანვრამდე შეჩერებულ იქნეს „საქართველოში იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 თებერვლის №52 დადგენილების მოქმედება.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი, , ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე