შენობა - ნაგებობის და მიწის იჯარა (ლიზინგი) - ერთ სარეგისტრაციო ობიექტად დარეგისტრირებული შენობის და მიწის ცალ-ცალკე ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემა N 1174
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შენობა-ნაგებობის და მიწის იჯარა (ლიზინგი) N 1174
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა სალიზინგო კომპანიამ 2007 წელს ერთსა და იმავე პირს ერთი ხელშეკრულებით ლიზინგით გადასცა შენობა-ნაგებობა, ხოლო მეორე ხელშეკრულებით ამავე შენობაზე დამაგრებული მიწა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია ერთ სარეგისტრაციო ობიექტად
· საწარმო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განიხილავს მხოლოდ შენობა-ნაგებობის ლიზინგის თანხას
შეფასება
· მიწა და შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთიან ქონებას და მისი ლიზინგის (იჯარის) თანხა იბეგრება დღგ-ით
· ერთ პირზე ერთი და იგივე ობიექტის სხვადასხვა დასაბეგრ რეჟიმში მიწოდება (მოქცევა) იმაზე მიუთითებს, რომ სახეზეა იურიდიული ფორმით ოპერაციის შინაარსის შეცვლა დღგ-ისგან თავის არიდების მიზნით
· ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით მიწა განხილულ უნდა იქნეს შენობის შემადგენელ ნაწილად და ლიზინგის ერთიან საგნად
ღონისძიებები
· მიწის საიჯარო თანხით შემცირებულია სალიზინგო გადასახდელი
· დღგ–ის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ–ის 275-ე (ან ძვ.132–ე) მუხლის შესაბამისად
სახელმძღვანელო ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ძირითად საშულებებზე
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით